შემოგვიერთდი

29.11.2017 17:41

გაიმართება მუსლიმი ახალგაზრდების საჭიროებების და ინფორმაციის წყაროების კვლევის პრეზენტაცია

Media Ge

30 ნოემბერს, 14 საათზე მედიის განვითარების ფონდი (MDF)  მედიისთვის გამართავს პრეზენტაციას “მედია მუსლიმებზე და მუსლიმები მედიაზე”. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება “მუსლიმი ახალგაზრდების საჭიროებების და ინფორმაციის წყაროების კვლევა”, ასევე მედია მონიტორინგისა და ფოკუს ჯგუფების შედეგები, რომელიც მედია გაშუქების მიმართ მუსლიმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს ასახავს.

კვლევა და ფოკუს ჯგუფები პანკისში, მთიან აჭარაში და ქვემო ქართლში ჩატარდა. მედია მონიტორინგი კი ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ და თურქულ მედიაში მუსლიმთა საკითხების გაშუქებას აკვირდებოდა.

მონიტორინგის შედეგები რუსული პროპაგანდისტული მედიების (NTV, 1 Kanal, RTR Planeta, Sputnik-საქართველო) მიერ მუსლიმთა თემის ანტიდასავლურ და მიგრანტთა მიმართ დისკრიმინაციულ კონტექსტში გაშუქების მონაცემებს ასახავს. ცალკე თავი ეთმობა ტერორიზმის გაშუქებას ქართულ და რუსულ მედიებში.


პრეზენტაციაში მონაწილეობას კვლევის რეცენზენტი, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, MDF-ის მკვლევარები თამარ კინწურაშვილი და სოფო გელავა, კვლევითი ორგანიზაცია GIDC-ის ხელმძღვანელი ხათუნა ნაჭყებია მიიღებენ.

მისამართი: ქობულეთის ქ. 34/36 მე-4 სართული.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test