შემოგვიერთდი

02.12.2017 22:23

საპარლამენტო ჯგუფების მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის იმპლემენტაციის განხილვა

Media Ge

კვირას, 3 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ლატვიის პარლამენტისა და საქართველოში ლატვიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შეფასების სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები - საქართველო, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა.

ბალტიისპირეთის სამი ქვეყნისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების პარლამენტარები და ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები შეაჯამებენ ნოემბერში ბრუსელში ჩატარებულ სამიტის საკითხებს და განიხილავენ სამომავლო პოლიტიკას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების შეფასების ტრადიცია შეიქმნა ლატვიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ლატვიის პარლამენტის ინიციატივით.

მედიის საყურადღებოდ: ღონისძიების დაწყებამდე საპარლამენტო ბიბლიოთეკაში შესაძლებელი იქნება პირადი ინტერვიუები შეხვედრის მონაწილეებთან 14:00 საათიდან 14:30 საათამდე. რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ დაუკავშირდეთ ქ-ნ სოფიო სოზაშვილს: 599334645.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test