შემოგვიერთდი

29.12.2017 12:53

გოგელია: ზვიად რატიანზე საზმაუს სიუჟეტი ბორდისთვის მიუღებელია

Media Ge

წყარო: netgazeti.ge
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის პოზიციით, პირველი არხის მიერ ზვიად რატიანზე გამოქვეყნებული ვიდეო მიუღებელია, თუმცა როგორც სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა გრიგოლ გოგელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, არამართებული შინაარსის პროდუქცია ყველა მაუწყებელმა შეიძლება გამოაქვეყნოს ნებიმსიერ ქვეყანაში და ასეთი შემთხვევებისათვის მაუწყებელს შესაბამისი მექანიზმები აქვს საზოგადოების რეაგირებისათვის.

 “ბორდი მიიჩნევს, რომ ჩვენთვის მიუღებელი იყო ის სიუჟეტი, რომელმაც საზოაგდოებრივი აღშფოთება და რეზონანსი გამოიწვია. ვთვლით, რომ აქ ის სტანდარტები, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მუშაობდეს, დაირღვა. მაგრამ აქვე დავძენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის მხოლოდ ბორდის ან მენჯემენტის მაუწყებელი. ჩვენ საზოგადოებას მივეცით ის მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია, რომ თუ რაიმე სიუჟეტი და ასეთი ყველა მაუწყებელს შეიძლება მოუვიდეს ნებიმსიერ ქვეყანაში, არამართებული შინაარსის პროდუქტს გაუშვებს, ამაზე შესაძლებელია, რომ მაუწყბელში სპეციალურმა ინსტიტუტებმა იმსჯელოს. გააკეთოს რეაგირება და მიიღოს გადაწყვეტილება”, – თქვა გოგელიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

პირველი არხის კორესპონდენტმა გოგელიას ჰკითხა კონკრეტულად რაში მდგომარეობდა ბორდის პოზიცია ამ მასალასთან დაკავშირებით, “უნდა დაემალა?”. საპასუხოდ გოგელიამ განაცხადა, რომ მათი შეფასებით ეს სიუჟეტი იყო არაობიექტური და გარკვეულწილად ადამიანის უფლებების შემლახავი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test