შემოგვიერთდი

31.01.2018 17:28

დავით კაკაბაძე: ვფიქრობ, რადიოს ხელმძღვანელობისთვის რეიტინგი ღირებულებებზე წინაა

Media Ge

წყარო:netgazeti.ge
რადიო თავისუფლებისქართული სამსახურის ყოფილი დირექტორი დავით კაკაბაძე მენეჯმენტთან უთანხმოებისა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს. მანნეტგაზეთსდაუდასტურა, რომ ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაცრუსთავი2”-თან თანამშრომლობის შესახებ კატეგორიული მოთხოვნა გაისმა.

 

ჩვენი პრინციპი არის ისეთ პარტნიორთან თანამშრომლობა, რომელიც არცერთ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება. მიუხედავად მთავრობის გარკვეული გავლენისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენთვის საუკეთესო არჩევანი იყო, თუნდაც მისი სტატუსიდან გამომდინარე.

საზოგადოებრივის ეთერიდან ჩვენი ორი გადაცემის მოხსნის შემდეგ, დადგა ახალი პარტნიორების მოძიების საკითხი და სწორედ ამის შემდეგ მოვიდა მენეჯმენტისგან რჩევა, რომ გვეთანამშრომლარუსთავი2″-თან, რადგან მას მაღალი რეიტინგი აქვს. ოფიციალური დასაბუთება ეს იყო. რეიტინგის დათვლის პრინციპიც ცოტა უცნაური აქვთ: ითვლიან არა გადაცემის, არამედ არხის რეიტინგს და ფიქრობენ, რომ თუ კონკრეტულ ტელევიზიას აქვს რეიტინგი, ასევე გექნება შენც”, – უთხრა კაკაბაძემნეტგაზეთს”.

დავით კაკაბაძის თქმით, მიუხედავად მისი მხრიდან არაერთგზის მტკიცებისა, რომ მხოლოდ მაღალ რეიტინგზე ორიენტირება რადიოს პრინციპებს საფრთხეს უქმნიდა, ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების შეცვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა; ჟურნალისტების პროტესტის ფონზე კი, მენეჯმენტი ქართულ სამსახურს პრობლემებს განგებ უქმნიდა. მისი თქმით, სწორედ ტექნიკური პრობლემების ფონზე ვერ განახლდა სალომე ასათიანის გადაცემაინტერVIEW”.

მას შემდეგ, რაც უარი ვთქვითრუსთავი2″-თან თანამშრომლობაზე, დაგვიწყეს ფარული თუ აშკარა ბრძოლა. ყოველ წვრილმანზე გვედავებოდნენ. პრობლემებს გვიქმნიდნენ, როცა ტექნიკა გვჭირდებოდა. ძალიან ბევრჯერ ავუხსენი, რომ რეიტინგზე მნიშვნელოვანი არის სახელი; რომ რეიტინგი შეიძლება დღეს იყოს და ხვალ აღარ. თუმცა, თუ სახელს ერთხელ შებღალავ, შემდგომ მის აღდგენას ათწლეულები სჭირდება. ბოლოს გვითხრეს, რომ არა, თქვენ მაინც უნდა წახვიდეთ იქ.

მათ უნდოდათ, რომ რაც შეიძლება ნაკლები პროდუქტი გვქონოდა, რადგან მერე ჰქონოდათ საფუძველი იმის თქმისა, რომ სათანადოდ ვერ ვმუშაობდით. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან ბინძური თამაში დაიწყო და საბოლოოდ, ასე დამთავრდა.

შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლანდელი ხელმძღვანელობა ძირითად ყურადღებას აქცევს რეიტინგს და რაც უწინ იყო მნიშვნელოვანი ჩვენი ორგანიზაციისთვის, გადადის უკანა პლანზე. ეს არის ღირებულებები”.

რადიოთავისუფლებისქართული სამსახურის ყოფილი უფროსის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ ალტერნატივად ტელეკომპანიაიმედიცგანიხილებოდა, ასევე, მაღალრეიტინგული ტელევიზია, თუმცა საქმე ფართო განხილვამდე არ მისულა.

ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, რომ თურუსთავი2”-თან ვითანამშრომლებთ, მაშინ გასაწონასწორებლად ვითანამშრომლოთ, მაგალითად, “იმედთან”. თუმცა სერიოზულად ამაზე საუბარი არ ყოფილა”.

დავით კაკაბაძის თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, სად გააგრძელებს მუშაობასმხარდაჭერისთვის კი მადლობას უხდის როგორც ყოფილ თანამშრომლებს, ისე აუდიტორიას:

“25 წელი ვიმუშავე ამ ორგანიზაციაში. ჩემთვის ძვირფასია როგორც რადიო, ისე კოლეგები, რომლებმაც ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოხატეს. მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვარ იქ, ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა, რადგან ვიგრძენი მათი მხარდაჭერა, აუდიტორიის მხარდაჭერაგუშინ, როცა გადმომცეს ეს ქაღალდი, ვუთხარი კიდეც ხელმძღვანელს, რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია აუდიტორიის აზრი, ვიდრე თქვენი აზრი”.

დავით კაკაბაძე რადიოთავისუფლებისქართული სამსახურის დირექტორად 2005 წლიდან მუშაობდა. ის თანამდებობიდან 20 იანვარს გაათავისუფლეს.

 

რადიოთავისუფლებადირექტორს კონკურსის წესით ირჩევს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვისი კანდიდატურა განიხილება დავით კაკაბაძის გათავისუფლების შემდეგ.

დავით კაკაბაძე რადიოთავისუფლებისქართულ სამსახურს 2005 წლიდან  ხელმძღვანელობდა.

მის შესაძლო განთავისუფლებაზე და  “რადიო თავისუფლებისმენეჯმენტსა და ქართულ სამსახურს შორის არსებული უთანხმოებაზე   ინფორმაცია  თავდაპირველად BBGWatch -მა გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ რადიოს  მენეჯმენტი ქართულ სამსახურსრუსთავის 2″–თან თანამშრომლობას აძალებდა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ წინააღმდეგობის ფონზე ხელმძღვანელობა სამსახურის უფროსის, დავით კაკაბაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ცდილობდა.

ამის შემდეგ  რადიოთავისუფლებისქართულმა სამსახურმა განმარტება გაავრცელა, რომლითაც დადასტურდა უთანხმოება მენეჯმენტთანმასში ნათქვამი იყო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზეწითელი ზონისადაინტერVIEW”- დახურვის შემდეგ გადაცემებისთვის ალტერნატიული არხის მოძიებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობისა და სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა; უთანხმოების გადაჭრის გზად კი  მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის გათავისუფლება დაისახა. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა საპროტესტო წერილი მისწერეს რადიოს პრეზიდენტს, რომელმაც მედიაში გაჟონა.

რადიო თავისუფლებისქართული სამსახურის მხარდასაჭერად ელექტრონული პეტიციაც შეიქმნა.

ნეტგაზეთმარადიოს ხელმძღვანელობისგან საპასუხო კომენტარის მოპოვება არაერთხელ სცადა, თუმცა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ შიდა საქმეებზე კომენტარს არ გააკეთებდნენ.

რადიო თავისუფლებისქართულმა სამსახურმა სასიცოცხლო წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში და გარწმუნებთ, ასეც გაგრძელდება”, –  ეწერარადიო თავისუფლებისსათავო ოფისიდან გამოგზავნილ წერილში.“რადიო თავისუფლებისქართული სამსახურის ყოფილი დირექტორი დავით კაკაბაძე მენეჯმენტთან უთანხმოებისა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს. მანნეტგაზეთსდაუდასტურა, რომ ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაცრუსთავი2”-თან თანამშრომლობის შესახებ კატეგორიული მოთხოვნა გაისმა.

 

ჩვენი პრინციპი არის ისეთ პარტნიორთან თანამშრომლობა, რომელიც არცერთ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება. მიუხედავად მთავრობის გარკვეული გავლენისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენთვის საუკეთესო არჩევანი იყო, თუნდაც მისი სტატუსიდან გამომდინარე.

საზოგადოებრივის ეთერიდან ჩვენი ორი გადაცემის მოხსნის შემდეგ, დადგა ახალი პარტნიორების მოძიების საკითხი და სწორედ ამის შემდეგ მოვიდა მენეჯმენტისგან რჩევა, რომ გვეთანამშრომლარუსთავი2″-თან, რადგან მას მაღალი რეიტინგი აქვს. ოფიციალური დასაბუთება ეს იყო. რეიტინგის დათვლის პრინციპიც ცოტა უცნაური აქვთ: ითვლიან არა გადაცემის, არამედ არხის რეიტინგს და ფიქრობენ, რომ თუ კონკრეტულ ტელევიზიას აქვს რეიტინგი, ასევე გექნება შენც”, – უთხრა კაკაბაძემნეტგაზეთს”.

დავით კაკაბაძის თქმით, მიუხედავად მისი მხრიდან არაერთგზის მტკიცებისა, რომ მხოლოდ მაღალ რეიტინგზე ორიენტირება რადიოს პრინციპებს საფრთხეს უქმნიდა, ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების შეცვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა; ჟურნალისტების პროტესტის ფონზე კი, მენეჯმენტი ქართულ სამსახურს პრობლემებს განგებ უქმნიდა. მისი თქმით, სწორედ ტექნიკური პრობლემების ფონზე ვერ განახლდა სალომე ასათიანის გადაცემაინტერVIEW”.

მას შემდეგ, რაც უარი ვთქვითრუსთავი2″-თან თანამშრომლობაზე, დაგვიწყეს ფარული თუ აშკარა ბრძოლა. ყოველ წვრილმანზე გვედავებოდნენ. პრობლემებს გვიქმნიდნენ, როცა ტექნიკა გვჭირდებოდა. ძალიან ბევრჯერ ავუხსენი, რომ რეიტინგზე მნიშვნელოვანი არის სახელი; რომ რეიტინგი შეიძლება დღეს იყოს და ხვალ აღარ. თუმცა, თუ სახელს ერთხელ შებღალავ, შემდგომ მის აღდგენას ათწლეულები სჭირდება. ბოლოს გვითხრეს, რომ არა, თქვენ მაინც უნდა წახვიდეთ იქ.

მათ უნდოდათ, რომ რაც შეიძლება ნაკლები პროდუქტი გვქონოდა, რადგან მერე ჰქონოდათ საფუძველი იმის თქმისა, რომ სათანადოდ ვერ ვმუშაობდით. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან ბინძური თამაში დაიწყო და საბოლოოდ, ასე დამთავრდა.

შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლანდელი ხელმძღვანელობა ძირითად ყურადღებას აქცევს რეიტინგს და რაც უწინ იყო მნიშვნელოვანი ჩვენი ორგანიზაციისთვის, გადადის უკანა პლანზე. ეს არის ღირებულებები”.

რადიოთავისუფლებისქართული სამსახურის ყოფილი უფროსის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ ალტერნატივად ტელეკომპანიაიმედიცგანიხილებოდა, ასევე, მაღალრეიტინგული ტელევიზია, თუმცა საქმე ფართო განხილვამდე არ მისულა.

ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, რომ თურუსთავი2”-თან ვითანამშრომლებთ, მაშინ გასაწონასწორებლად ვითანამშრომლოთ, მაგალითად, “იმედთან”. თუმცა სერიოზულად ამაზე საუბარი არ ყოფილა”.

დავით კაკაბაძის თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, სად გააგრძელებს მუშაობასმხარდაჭერისთვის კი მადლობას უხდის როგორც ყოფილ თანამშრომლებს, ისე აუდიტორიას:

“25 წელი ვიმუშავე ამ ორგანიზაციაში. ჩემთვის ძვირფასია როგორც რადიო, ისე კოლეგები, რომლებმაც ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოხატეს. მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვარ იქ, ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა, რადგან ვიგრძენი მათი მხარდაჭერა, აუდიტორიის მხარდაჭერაგუშინ, როცა გადმომცეს ეს ქაღალდი, ვუთხარი კიდეც ხელმძღვანელს, რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია აუდიტორიის აზრი, ვიდრე თქვენი აზრი”.

რადიო თავისუფლებისქართული სამსახურის ჟურნალისტები პრაღის ოფისში, როცა სალომე ასათიანისინტერVIEW”- მიიღო წლის საუკეთესო გადაცემის ჯილდო. შუაშიდავით კაკაბაძე

დავით კაკაბაძე რადიოთავისუფლებისქართული სამსახურის დირექტორად 2005 წლიდან მუშაობდა. ის თანამდებობიდან 20 იანვარს გაათავისუფლეს.

რადიოთავისუფლებადირექტორს კონკურსის წესით ირჩევს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვისი კანდიდატურა განიხილება დავით კაკაბაძის გათავისუფლების შემდეგ.

დავით კაკაბაძე რადიოთავისუფლებისქართულ სამსახურს 2005 წლიდან  ხელმძღვანელობდა.

მის შესაძლო განთავისუფლებაზე და  “რადიო თავისუფლებისმენეჯმენტსა და ქართულ სამსახურს შორის არსებული უთანხმოებაზე   ინფორმაცია  თავდაპირველად BBGWatch -მა გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ რადიოს  მენეჯმენტი ქართულ სამსახურსრუსთავის 2″–თან თანამშრომლობას აძალებდა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ წინააღმდეგობის ფონზე ხელმძღვანელობა სამსახურის უფროსის, დავით კაკაბაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ცდილობდა.

ამის შემდეგ  რადიოთავისუფლებისქართულმა სამსახურმა განმარტება გაავრცელა, რომლითაც დადასტურდა უთანხმოება მენეჯმენტთანმასში ნათქვამი იყო, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზეწითელი ზონისადაინტერVIEW”- დახურვის შემდეგ გადაცემებისთვის ალტერნატიული არხის მოძიებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობისა და სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა; უთანხმოების გადაჭრის გზად კი  მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის გათავისუფლება დაისახა. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა საპროტესტო წერილი მისწერეს რადიოს პრეზიდენტს, რომელმაც მედიაში გაჟონა.

რადიო თავისუფლებისქართული სამსახურის მხარდასაჭერად ელექტრონული პეტიციაც შეიქმნა.

ნეტგაზეთმარადიოს ხელმძღვანელობისგან საპასუხო კომენტარის მოპოვება არაერთხელ სცადა, თუმცა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ შიდა საქმეებზე კომენტარს არ გააკეთებდნენ.

რადიო თავისუფლებისქართულმა სამსახურმა სასიცოცხლო წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში და გარწმუნებთ, ასეც გაგრძელდება”, –  ეწერარადიო თავისუფლებისსათავო ოფისიდან გამოგზავნილ წერილში.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test