შემოგვიერთდი

19.03.2018 23:19

„ინტერნიუსი“ მოითხოვს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის დროულად გამოძიებას

Media Ge

ფონდი „ინტერნიუსი-საქართველო “ გამოხატავს უკიდურეს შეშფოოთებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო  და სამართალდამცავებისგან  მოითხოვს ფაქტის  დროულად გამოიძიებას,  დამნაშავეთა დასჯას.

19 მარტს რადიკალური ორგანიზაცია „ქართული მარშის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ „რუსთავი 2 -ის ოფისთან იმ მოტივით, რომ ტელეკომპანიის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ თავის გადაცემაში შეურაცხყო მართლმადიდებელთა რელიგიური გრძნობები.

აქციის დროს, მისი  ორგანიზატორები თავს დაესხნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს, მედიის რამდენიმე წარმომადგენელი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფონდი „ინტერნიუსი-საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს და გამოთქვამს იმედს, რომ  ჟურნალისტების მიმართ    განხორციელებულ  ფიზიკურ  ზეწოლას  სათანადო შეფასება მოჰყვება ხელისუფლების  მხრიდან.
ამასთან, "ინტერნიუსი" მოუწოდებს ხელისუფლებას,  სათანადო გარემო შექმნას ჟურნალისტების უსაფრთხო საქმიანობისათვის. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test