შემოგვიერთდი

20.03.2018 17:05

"ეს არის ძალადობა, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს რელიგიურ მოტივებს ამოფარებულ ტერორისტულ საქმიანობაში"

Media Ge

ის ქმედებები რაც განახორციელა ქართულმა მარშმა ეს არის ძალადობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს რელიგიურ მოტივებს ამოფარებულ ტერორისტულ საქმიანობაში“-ამბობს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია "რუსთავი2"-ზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას.

კორძაია ამბობს, რომ გიორგი გაბუნიას არ დაურღვევია გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი სტანდარტი. 

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედება, მცირე ჯარიმით ისჯება, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ახალისებს მსგავს ჯგუფებს.

„გიორგი გაბუნიას არ დაურღვევია გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი სტანდარტი და ამ ფონზე ის ქმედებები რაც განახორციელა ქართულმა მარშმა ეს არის ძალადობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს რელიგიურ მოტივებს ამოფარებულ ტერორისტულ საქმიანობაში.

ტერორისტები ამოფარებულები არიან გარკვეულ ღირებულებებს და ასე ხოცავენ და ძალადობენ ადამიანებზე. ჩვენ გუშინ დავინახეთ ჯგუფი რომელიც ყოველდღიურად ძალადობს, რომელიც სწორედ რელიგიურ გრძნობებს არის ამოფარებული და მისი მოწოდებაა ადამიანები დაჩაგროს და დაარღვიოს კანონი.

ამ ტიპის დარღვევაზე ხელისუფლების რეაქცია რომელიც მხოლოდ 100 ლარის ჯარიმაში გამოიხატება ნიშნავს, რომ ამგვარ ქმედებებს ახალისებს,“-ამბობს კორძაია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test