შემოგვიერთდი

26.04.2018 23:24

კომუნიკაციების ეროვნული კომისია უახლოეს მომავალში მომხმარებლებისთვის ინტერნეტის ხარისხის გაზომვის მექანიზმს აამუშავებს

Media Ge

წყარო: კომუნიკაციების ეროვნული კომისია

„ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე არის უმძიმესი მდგომარეობა, მომხმარებელს მიეწოდება დაბალი ხარისხის ინტერნეტი და ფასები არ არისადეკვატური“,- ეს განცხადება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა, სადაცკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის  განსაზღვრისა და  შემოწმების  წესების დამტკიცების თაობაზე ზეპირიმოსმენა გამართა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი ამუშავდება, არცერთიმომხმარებელი აღარ იქნება უკმაყოფილო და სწორედ ეს არის კომისიის მიზანი და ამოცანა.

 „კომისია უკვე 10 თვეა მნიშვნელოვან პროცესს ახორციელებს. პროექტი, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ ინტერნეტ ხარისხის კონტროლის მექანიზმს ქმნის, ამპროექტის მეშვეობით, მომხმარებელი მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს ინტერნეტის ხარისხს. კერძოდ, მას ექნება ინსტრუმენტი, რომლითაც რეგულარულადგაზომავს და შეადარებს რამდენად აკმაყოფილებს მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტისსიჩქარე რეალურ სიჩქარეს. აპლიკაციის ჩამოტვირთვა,  რომლითაც ინტერნეტის ხარისხს გაზომავენ კომისიის ვებ-გვერდიდან იქნება შესაძლებელი დამომხმარებელი დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებს ინტერნეტის ხარისხის კონტროლს თავად“,- განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთავმჯდომარე კახა ბექაურმა.

მნიშვნელოვანია, რომ სისტემის დანერგვის შემდეგ, კომისია 24 საათიან რეჟიმში დააკვირდება პროცესს და მომხმარებლების ინტერესები სრულად იქნებადაცული. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სისტემის ამუშავების შედეგად მომხმარებელს აღარ დაჭირდება კომისიისთვის საჩივრით მიმართვა, თუმცასურვილის შემთხვევაში, ამის უფლება აქვთ.

„კომისია მომხმარებლის მომართვის გარეშეც დააკვირდება პროცესს და სადაც აღმოაჩენს, რომ პროვაიდერი უხარისხო ინტერნეტს აწვდის აბონენტს, დაიწყებსოპერატორის მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებას, მათ შორის ფინანსურ სანქციებსაც გამოიყენებს. ინტერნეტის ხარისხისკონტროლის მექანიზმის ამუშავების შემდეგ, ისე  დავალაგებთ ბაზარს,  რომ პრაქტიკულად აღარ იქნება უკმაყოფილო მომხმარებელი“,- განცხადა კახაბექაურმა.

ის ფაქტი, რომ ინტერნეტის ხარისხი პრობლემაა ერთის მხრივ უკმაყოფილო აბონენტების რაოდენობით და მერეს მხრივ, იმ ხელშეკრულებებით დასტურდება,რომელიც პროვაიდერებსა და აბონენტებს შორის არის დადებული. 

„არა ერთხელ მითქვამს, რომ ჩემი დღის წესრიგის მთავარი საკითხია, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე, რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად და სწორადშევცვალოთ სიტუაცია იმისთვის, რომ გავაჯანსაღოთ მდგომარეობა და ფასები და ხარისხი იყოს ადეკვატური“,- განაცხადა კახა ბექაურმა. 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test