შემოგვიერთდი

03.05.2018 17:00

GNCC-მ მედია წიგნიერების პროექტის განხორციელება ჟურნალისტებისთვის მიჩ სემელის მასტერ კლასით დაიწყო

Media Ge

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედია წიგნიერების პროექტის განხორციელება დაიწყო. კომისიამ მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში ამერიკელი მედია ექსპერტი, Long Island University-ისპროფესორი მიჩ სემელი მოიწვია, რომელიც  3 მაისს  ჟურნალისტებისთვის ორდღიან მასტერ კლასის ჩაატარება დაიწყო.   მიჩ სემელი წლების  განმავლობაში   გავლენიან მედია საშუალებებს ხელმძღვანელობდა-CNN-ს, CBS -ს და Public Broadcasting Service-ს.

ტრენინგს წინ უძღოდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) თავმჯდომარის კახა ბექაურის ბრიფინგი,სადაც  განაცხადაა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედია წიგნიერების განვითარებისთვის უახლოეს მომავალშიმედია აკადემიას დააფუძნებს.  მისი თქმით, მედია აკადემიის  დაფუძნების  მიზანი და ამოცანა ქვეყანაში მედია წიგნიერებისა და ცნობიერების დონის ამაღლებაა.

კომისია მედია წიგნიერების განვითარებას  4 ძირითადი მიმართულებით გეგმავს.

პირველი კომპონენტი იქნება 3-6 თვიანი კურსი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის. კურსის მიზანია მედიის წარმომადგენლებს მულტიმედიური კონტენტის წარმოების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმაროს.

მეორე კომპონენტი არის მედია კრიტიკის განვითარება, რომელიც ერთის მხრივ თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს,  მეორეს მხრივ კი მომხმარებლებისთვის იქნება გარკვეული გზამკვლევი იმის გასარჩევად,  თუ როგორ მედია პროდუქტს მოიხმარენ.

ბექაურის თქმით, მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტია  თავად მომხმარებლების ცოდნის ამაღლება.  მაშინ, როცა ცვალებად და

მრავალფეროვან გარემოში თავად ჟურნალისტებსაც კი უჭირთ გაარჩიონ, რომელია ფეიკ-ნიუსი, რომელია სიმართლე - არა თუ მომხმარებელს, არამედ, კომისიას მიაჩნია, რომ  აუცილებელია მომხმარებელს დაეხმაროს ნამდვილი და ცრუ ამბების, ხარისხიანი და უხარისხო პროდუქტის გარჩევაში. 

მეოთხე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კომპონენტია  მედია ლაბის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრულ მედიაში სტარტაპების მხარდაჭერას და დაფინანსებას. სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული მედიის მიმართულებით შეიმუშავებენ საინტერესო პროექტებს, მიეცემათ შესაძლებლობა მედია ლაბში მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ საინტერესო პროექტები< თქვა  კახა ბექაურმა.

კომისიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ თანამედროვე ეპოქაში, ხარისხიანი და კარგი მედია პროდუქტის შესაქმნელად ერთადერთი ინსტრუმენტი მედია წიგნიერების განვითარებაა.  

2017 წლის დეკემბერში, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა და კომისიას ახალი ფუნქცია დაეკისრა, რომლიც - ქვეყანაში მედია წიგნიერების ხელშეწყობა და განვითარებას მოიცავს.
პროექტის ფარგლებში, ამერიკელმა  მედია ექსპერტმა,   ტრენინგები  უკვე ჩაუტარა  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომლებს.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test