შემოგვიერთდი

17.05.2018 19:42

GNCC ტელეკომუნიკაციების სფეროს ყველა სპეციალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს -17 მაისს

Media Ge

თანამედროვე ეპოქაში, როცა ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად ინტერნეტისა და მობილური კავშირის მოხმარება ყოველდღიურად იზრდება, რაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და კომუნიკაციას ასე უმარტივებს ადამიანებს, მსოფლიო ტელეკომუნიკაციის დღის აღნიშვნა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელია,
ნათქვამია  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) პრესრელიზში.

კომისია ტელეკომუნიკაციების სფეროს ყველა სპეციალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს და წარმატებებს უსურვებს მათ,  

„ ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტელეკომუნიკაციის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვისაა, რომლებიც დარგის განვითარებისთვის ყოველდღე ძალიან ბევრს შრომობენ”, აცხადებს  კომისია, რომელიც  დარწმუნებულია, რომ ტექნოლოგიური განვითარების ერაში, საზოგადოებაში არსებული მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო წარმატებით უზრუნველყოფს.

„ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთ–ერთი ყველაზე განვითარებული სფეროა და მისი დონე მსოფლიოს სხვა განვითარებული ქვეყნების დონეს უტოლდება, რაც, რა თქმა უნდა, ამ დარგის სპეციალისტების დაუღალავი შრომის შედეგია, აღნიშნავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, 17 მაისს გავრცელებულ სპეცრელიზში.

მათივე თქმით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კომპანიები ერთიანი ძალისხმევით ცდილობენ საზოგადოებისთვის ტექნოლოგიურ ერაში არსებული მოთხოვნები მაქსიმალურად უზრუნველყონ. ბოლო წლების განმავლობაში, ტელეკომუნიკაციების სფერომ უზარმაზარი ტრანსფორმაცია განიცადა, რომლის გარეშეც თანამდეროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test