შემოგვიერთდი

05.06.2018 00:53

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედია წიგნიერების სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას წარადგენს

Media Ge

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 5 მაისს, ბრიტანელ დამოუკიდებელ ექსპერტ მარტინა ჩეპმენთან ერთად, მედია მენეჯერებს, არასამთავრობო სექტორისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს მედია წიგნიერების სამოქმედო გეგმასა  და სტრატეგიას წარუდგენს.

კომისიამ მედია წიგნიერების სამოქმედო გეგმა და სტრატეგია დამოუკიდებელ, ბრიტანელ ექსპერტთან ერთად გააკეთა, რომელსაც აღნიშნული პროექტი ისეთ ქვეყნებში აქვს განხორციელებული, როგორიც დიდი ბრიტანეთი და ირლანდიაა. შეხვედრის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს კომისიამ დეტალურად გააცნოს მედია წიგნიერების სამოქმედო გეგმა და მოისმინოს მათი მოსაზრებები. ამას გარდა, მარტინა ჩეპმენი დეტალურად ისაუბრებს ევროპული ქვეყნების გამოცდილებაზე და ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს. 

დრო და ადგილი : 5 მაისი, 12:30; სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test