შემოგვიერთდი

08.12.2018 23:50

ინტერნიუსის კონკურსი ცენტრალური და ადგილობრივი მედიასაშუალებებისთვის

David Mchedlidze
განცხადებები კონკურსები

ინტერნიუსი-საქართველო  შეგახსენებთ, რომ პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ ფაგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი მედიაპარტნიორების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ვადა იწურება 17 დეკემბერს, 18:00 საათზე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა შევსებული საკონკურსო განაცხადები უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტით მისამართზე irina@internews.ge   ან წარმოადგინონ „ინტერნიუსი-საქართველოს“  ოფისში (მისამართზე: თბილისი, ანდრია აფაქიძის ქუჩა 11, ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8-ე სართული) ან შეავსონ ელექტრონული აპლიკაციის ფორმა:

ცენტრალური მედიასაშუალებებისთვის მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების მოსამზადებლად გამოცხადებული კონკურსისელექტრონული აპლიკაციის ბმული ხელმისაწვდომია ამ მისამართზე: https://goo.gl/forms/pKyVgTu0qrKH3Upl1     

ადგილობრივი მედიასაშუალებებისთვის მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტების მოსამზადებლად გამოცხადებული კონკურსის ელექტრონული აპლიკაციის ბმული ხელმისაწვდომია ამ მისამართზე: https://goo.gl/forms/AKBJNwSYdTP2EyFu1

კონკურსის დეტალები ცენტრალური მედიასაშუალებებისთვის 

კონკურსის დეტალები რეგიონული მედიასაშუალებებისთვის 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test