შემოგვიერთდი

23.01.2019 15:27

„ინტერნიუსი -საქართველო“ 2019 წლის მედიაპარტნიორებს ირჩევს

David Mchedlidze

„ინტერნიუსი -საქართველომ“  პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ 2019 წლის მედიაპარტნიორები შეარჩია. ადგილობრივი მედიიდან პროექტის პარნტიორებად საკონკურსო წესით შეირჩა: გურჯაანი TV, მეგა TV, TV დია, გურია TV, TV 25, TV მეცხე არხი, კახეთის ხმა, სპექტრი, სამხრეთის კარიბჭე და ბათუმელები. ცენტრალური მედიასაშუალებებიდან პროექტი ითანამშრომლებს ფორსეტთან, ინდიგოსთან, სტუდია მონიტორთან, ჯემნიუსთან, ლიბერალთან, კლიკმედიასთან და ჟურნალისტთა ჯგუფთან (ნინო აბდალაძე და მარიამ უგრეხელიძე).

შერჩეული 10 ადგილობრივი მედიასაშუალება მიიღებს გრანტს 4,500 აშშ დოლარის ოდენობით. საგრანტო მხარდაჭერის ფარგლებში მედიაპარტნიორები დამოუკიდებლად მოამზადებენ და გაავრცელებენ  3 მულტიმედიური მასალისგან შემდგარ 7 თემატურ პაკეტს, ასევე გაავრცელებენ ცენტრალური მედიაორგანიზაციების მიერ მომზადებულ 10 თემატურ პაკეტს რუბრიკით „ჯორჯია-პლიუს“. დაინტერესებული მედიაორგანიზაციები ასევე გაავრცელებენ პროექტის მონაწილე 12 ქვეყნის მედიასაშუალებების მიერ შექმნილ მულტიმედიურ მასალებს „სამეზობლო“. პარტნიორი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის და რედაქტორებისთვის გათვალისწინებულია ტრენინგები და კონსულტაციები მულტიმედიური ჟურნალისტიკისა  და ვებკონტენტის მონეტიზაციის საკითხებზე.

პროექტის პარტნიორი ცენტრალური მედიასაშუალები მიიღებენ  გრანტს 2,000 აშშ დოლარის ოდენობით ერთი თემატური მულტიმედიური პაკეტის დასამზადებლად. სულ დამზადდება 10 მულტიმედიური საინფორმაციო პაკეტი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ავტორები დამზადებულ მასალას გადასცემენ ადგილობრივ მედიაპარნტიორებს და გაავრცელებენ საკუთარი არხებით. საუკეთესო მასალები ითარგმნება და გაეგზავნება პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების მედიასაშუალებებს.

პროექტი  „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“, მიზნად ისახავს მოქალაქეთა ინფორმირებას ადგილობრივი და რეგიონული მნიშვნელობის მქონე საკითხებზე და მიმდინარე მოვლენებზე აღმოსავლეთ ევროპის და ევრაზიის 12 ქვეყანაში. პროექტის შედეგად გაძლიერდება დამოუკიდებელი მედია.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორებს ირინა სამხარაძეს (ტელ. 599 55 34 98; irina@internews.ge) და შორენა ქოჩიაშვილს (ტელ: 598 404401, shorena@internews.ge).

„ინტერნიუსი - საქართველო“, ანდრია აფაქიძის ქ. 11; ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8 სართული, თბილისი, საქართველო.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test