შემოგვიერთდი

29.01.2019 00:20

„ინტერნიუსი - საქართველომ” ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

Media Ge

„ინტერნიუსი - საქართველომ”, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით,  დაიწყო ახალ პროექტის -„დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში"-განხორციელება. პროექტს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს.

პროექტის პრეზენტაცია გაიმართა  24 იანვარს, თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში.

პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა რეგიონული მედიის მხარდაჭერის გზით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, 20 რეგიონული მედიაორგანიზაცია შეირჩევა.

კონკურსში გამარჯვებული მედიაპარტნიორები მცირე გრანტებს მიიღებენ და სხვადასხვა ფორმატის ჟურნალისტურ მასალებს მოამზადებენ ევროკავშირის, ნატოს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე - ადგილობრივი ინტერესებისა და საკითხების გათვალისწინებით. 

პრეზენტაციის წინ, “ინტერნიუსი – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა გენადი უჩუმბეგაშვილმა განაცხადა, რომ “ინტერნიუსი“ არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაციაა 25-წლიანი გამოცდილებით.

„ჩვენი მისიაა, მედიის და განსაკუთრებით რეგიონული მედიის მხარდაჭერა. ჩვენ ხელს ვუწყობთ საინტერესო და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი კონტენტის შექმნას და რეგიონული მედიის ორგანიზაციულ განვითარებას. კიდევ ერთი ახალი პროექტი, გარდა იმისა, რომ ადგილობრივ მედიას დაეხმარება, გაზრდის აუდიტორიის ინფორმირებულობას, მის ჩართვას ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, როგორიცაა დასავლეთთან ინტეგრაცია", განაცხადა გენადი უჩუმბეგაშვილმა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა  ნინო ბოლქვაძემ პრეზენტაციის დროს განაცხად, რომ  მედიის ჩართულობა  გვაძლევს მეტ რესურსს და საშუალებას, რომ საქართველოს ათ რეგიონში წარვმართოთ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოპულარიზებასა  და მის შესახებ ცნობადობის ამაღლებისთვის.

„რაც არ უნდა ეფექტურად ვაწარმოოთ პირდაპირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, თუ მედია არ იდგა ჩვენს გვერდით,. თუ კვალიფიციური პროდუქტები არ დავახმარეთ, არ მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია, თუ რა სიკეთეები მოაქვს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას, უბრალოდ ვერ ვიქნებით წარმატებულები. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ყველა გამოკითხვით მოსახლეობა ინფორმაციას  პირველ რიგში მედიისგან ეცნობა, თქვა ნინო ბოლქვაძემ. 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  ახალ ინიციატივებზე საუბრისას, ნინო ბოლქვაძემ ასევ განაცხადა, რომ მედიის კომპონენტის გარდა, დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც: მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია, უშუალო დიალოგი სხვადასხვა სეგმენტთან  და  სამიზნე ჯგუფებთან.
ევროპული და ევრო-ატლანტიკური პროცესების შესახებ საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება  ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ  და მაღალმთიან რეგიონებში. ამიტომ, ცენტრი  ახალ ადგილობრივ ბიუროებს გახსნის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test