შემოგვიერთდი

26.04.2019 21:25

მულტიმედია რეგიონებიდან

meda.ge

"ინტერნიუსი – საქართველო”, “ინტერნიუსთან“ პარტნიორობით 2018  წლის მეორე ნახევრიდან ახორციელებს  რეგიონულ პროექტს „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“. 
პროექტი ხელს უწყობს  ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებას, მედია საშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობას და გამოხატვის თავისუფლებას.

კონკურსის წესით  შერჩეული მედიაორგანიზაციები  ამზადებენ და ავრცელებენ ადგილობრივ საჭიროებებზე ადაპტირებულ და მრავალფეროვან  მულტიმედიურ საინფორმაციო კონტენტს. ამჯერად, „ინტერნიუსი-საქართველო“ გთავაზობთ პროექტის ფარგლებში მომზადებულ სამ  მულტიმედიურ მასალას.



„ბათუმელები,  “ მულტიმედიურ მასალაში  „ივანიშვილის დანატოვარი“, მოგვითხრობს გარემოსთის მიყენებულ ზიანზე, რომელიც აჭარასა და სამეგრელოში  გიგანტური ხეების  გადატანამ გამოიწვია. მთავარი გარემოსდაცვითი პრობლემა ნიადაგის, მიწის ნაყოფიერი ფენის განადგურებაა.
 სპეციალური ღონისძიებების გატარების გარეშე გარემოს აღდგენა შეუძლებელია, თუმცა სრულად აღდგენა ვერც ღონისძიებების გატარების შემთხვევაში ხერხდება.არადა, საქართველოში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის თანახმად, კომპანიები, რომლებიც ხეებს ეზიდებიან, ვალდებული არიან, ხეების ამოღების შედეგად გადათხრილი ტერიტორია – წარმოქმნილი ქვაბულები აღადგინონ.

ციხისძირიდან ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით  ორი ძირი მაგნოლია 2018 წელს წაიღეს, შეკვეთილის
დენდროლოგიურ პარკში.
. გნდგურეებული ტერიტორია ამ დრომდე არავის აღუდგენია

dianews.ge-ს  მასალა  „სახელმწიფომ მიწის გაყიდვა დაიწყო-ყურადღებას ამახვილებს   გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში  იძულებით ადგილნაცვალი პირების ახალ პრობლემაზე.   მედიასაშუალების თანახმად, დევნილები საგაზაფხულო სამზადისს წელსაც შეუდგნენ, ბევრმა მათგანმა მიწა უკვე დაამუშავა, თუმცა ჯერ არ იციან რა ბედი ეწევა მათ ნათესებს და ვინ აიღებს მათ მოსავალს, რადგან მიწები მათ ოფიციალურად არ ეკუთვნით და სამუშაოდ მისულებს ნაკვეთი, რომლითაც წლების მანძილზე სარგებლობდნენ, დახნული და დათესილი დახვდათ. მოგვიანებით გაარკვიეს, რომ გორის მუნიციპალიტეტმა მიწები პირდაპირი მიყიდვის წესით გაყიდა, ისე რომ დევნილებისთვის არაფერი უცნობებია და შეუთანხმებია.


იძულებით ადგილნაცვალი პირები შიშობენ, რომ დასახლების მოსაზღვრე ტერიტორიას
მთლიანად კერძო პირები აითვისებენ

ახალციხეს ტოლერანტობის სიმბოლო, თავის დროზე მხოლოდ იმის გამო უწოდეს, რომ აქ ქართველებისა და კომპაქტურად ჩასახლებული სომხების გარდა, უკრაინელები, პოლონელები, ბერძნები და ებრაელები მრავლად ცხოვრობდნენ. მათი რიცხვი სამცხე–ჯავახეთში თანდათან მცირდება. სწორედ ამ პრობლემაზე ამახვილ;ებს ყურადღებას ტელერადიოკომპანია  „მე-9 არხი“ თავის მასალაშილოცვა მხოლოდ ზაფხულში“.

1972 წლამდე, ვიდრე ალია (ებრაელთა გასვლა სამშობლოში) დაიწყებოდა, ახალციხეში 3 000 ოჯახი ცხოვრობდა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test