შემოგვიერთდი

27.06.2019 19:36

„ინტრნიუსის“ განცხადება ჟურნალისტებზე ძალადობასთან დაკავშირებით

Media Ge

მიმდინარე წლის 21 ივნისს, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციის  დროს,  ჟურნალისტებიც დაშავდნენ.  საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ასევე,   თავად დაზარალებულთა  განცხადებით, სამართალდამცველები ჟურნალისტებს და ოპერატორებს  სცემდნენ და რეზინის ტყვიებს ესროდნენ.
 
სულ  38 რეპორტიორი, ოპერატორი და მედიის სხვა თანამშრომელი დაშავდა.  
„ინტერნიუსი-საქართველო“  გამოთქვას შეშფოთებას მომხდარის გამო, გმობს ჟურნალისტების მიმართ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას და მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს,  დროულად და ეფექტურად გამოიძიონ მედიის წარმომადგენლების მიმართ  ძალადობის ყველა ფაქტი. რეაგირება მოხდეს  ყველა იმ პოლიციელის მიმართ, რომელმაც კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას გადაამეტა.

დაშავებული ჟურნალისტების სია:

1. გურამ მურადოვი - ფოტოგრაფი, civil.ge - 11 ტყვია  ზურგში მოარტყეს;
2. თამარ ბაღაშვილი - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა, დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.
3. გიორგი სულაშვილი - რუსთავი 2, დაცვის წევრი - დაკარგა თვალი, აქვს ყბის ძვლის მოტეხილობა. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
4. ტატო გურგენიძე - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად მიიღო ჭრილობები;
5. ლევან მელიქიძე - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად მიიღო  ჭრილობები;
6. თაზო თხილიშვილი - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად მიიღო ჭრილობები;
7. თეონა ცხომელიძე - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - ბარძაყში ესროლეს რეზინის ტყვია;
8. ქეთა ციცქიშვილი - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - მიიღო ფეხის მსუბუქი დაზიანება;
9. ბესლან კმუზოვი - ჟურნალისტი, კავკაზსკი უზელი - მოხვდა რეზინის ტყვია სახის არეში;
10. მაკა ანთიძე - როიტერის ჟურნალისტი სამხრეთ კავკასიაში - მოხვდა აგურის ნატეხი ზურგში, დაზიანებული აქვს ნეკნი;
11. დავით ახალაძე - ოპერატორი, ტვ პირველი - რეზინის ტყვია მოხვდა ცხვირში და მიიღო სხეულის დაზიანება.
12. ზურაბ კოკაია - ოპერატორი, ტვ პირველი - რეზინის 2 ტყვია მოხვდა ლოყაზე და მუცელში;
13. ქეთევან გრიგორაშვილი - ჟურნალისტი, ტვ პირველი - პოლიცია ხელს უშლიდა მუშაობაში, ჟურნალისტი აირით მოწამვლის გამო, 2-ჯერ მოხვდა რეანომობილში.
14. ალექსი მეგრელიშვილი - ჟურნალისტი, ტვ პირველი - სპეცრაზმის წარმომადგენელმა ჩაარტყა ხელში ე.წ. „დუბინკა“.
15. ლიკა უროტაძე - ჟურნალისტი, ტვ პირველი - რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ფეხზე მიიღო დაზიანება.
16. დავით ყაჯრიშვილი - მძღოლი, ტვ პირველი - საფეთქელთან მოხვდა რეზინის ტყვია;
17. ანა ვახტანგაძე - ჟურნალისტი, on.ge - ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;
18. გელა ბოჩიკაშვილი - ჟურნალისტი, on.ge - მკერდში მოხვდა რეზინის რამდენიმე ტყვია; 
19. გვანცა ნემსაძე - ჟურნალისტი, on.ge - ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;
20. დათო ქოქოშვილი - ჟურნალისტი, ნეტგაზეთი - კისერში მოხვდა რეზინის ტყვია;
21. გიორგი დიასამიძე - ჟურნალისტი, ნეტგაზეთი - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებმა;
22. ნიკა მუხიგულიშვილი - ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - სამართალდამცავებმა სცემეს და დააკავეს გადაღების დროს;
23. გიორგი პაჭიკაშვილი - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში;
24. გიორგი ოსაძე - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში;
25. კახა ჯონჯუა - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში;
26. ლიკა ალელიშვილი - ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება მიიღო ფეხის არეში;
27. მარი ნიკურაძე - ჟურნალისტი, OC Media - მოხვდა რეზინის ტყვია;
28. გიორგი ჭუმბურიძე - ოპერატორი, რადიო თავისუფლება - რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;
29. ილია სამურგანიდი - ოპერატორი, რადიო თავისუფლება - რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;
30. თორნიკე კოშკაძე - ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი - რეზინის ტყვია მოხვდა სახის არეში;
31. ეკა აბაშიძე - ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი - რეზინის ტყვია მოხვდა ხელში.
32. გიორგი ხუხია - ჟურნალისტი, მაესტრო- რეზინის ტყვიის შედეგად მიიღო დაზიანება.
33. ნინო ხოზრევანიძე - ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო - მოხვდა რეზინის ტყვიები წელისა და ფეხის არეში
34. კოტე გრიგალაშვილი - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო- მოხვდა სამი რეზინის ტყვია
35.ბექა აშორტია - ოპერატორი, იმედი - მოხვდა სამი ტყვია. დაზიანებული აქვს ფეხი.
36. თომა ონიანი - ოპერატორი, იმედი - მოხვდა რეზინის ტყვია
37. ნიკა პატარაია - ოპერატორი, იმედი - მოხვდა რეზინის ტყვია
38. დიტო ყირიმლიშვილი - ჟურნალისტი, იმედი - მოხვდა რეზინის ტყვია ფეხში

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test