შემოგვიერთდი

27.07.2019 14:17

დასავლეთთან ინტეგრაცია და საქართველოს რეგიონები - TV12, ტვ “გურჯაანი“, „მარნეულის რადიო“, TOK TV, “გურიის მოამბე”

Media Ge

„ინტერნიუსი – საქართველო” აქვეყნებს  ხუთი რეგიონული მედიასაშუალების კონტენტს, რომელიც მომზადდა პროექტის დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში.
პროექტის მიზანია, რეგიონული მედიის მხარდაჭერის გზით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. 

მას  “ინტერნიუსი - საქართველო”  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

რა პერსპექტივა აქვს აჭარულ თამბაქოს ევროპულ ბაზარზე

აჭარაში თამბაქოს კულტურის წარმოებას მე-17 საუკუნის ბოლო, მე-18 საუკუნის დასაწყისით ათარიღებენ.
ძირითადად გავრცელებული იყო „ტრაპეზუნდის“, „სამსუნის“ და სხვა ადგილობრივი ჯიშები.
წლების განმავლობაში აჭარლებისთვის თამბაქოს კულტურის წარმოება შემოსავლის ძირითადი წყარო იყო.











ევროკავშირი თუ რუსეთი?-რომელ ბაზარს ანიჭებენ უპირატესობას ჩუმლაყელი ფერმერები?

ქართული ხილისა და პროდუქტის საექსპორტო პოტენციალი. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას კრეფა აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ხილის ფასი ხარისხის მიხედვით განისაზღვრება. ჩუმლაყში მოყვანილი ატამი და ვაშლატამა საზღვარგარეთაც გადის, თუმცა ფერმერები ექსპორტის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვაც აქვთ.


„აქტუალური თემა“- ნარჩენების სეპარირებული შეგროვება და გადამუშავება მარნეულში

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, ისევე როგორც საქარველო ყველა მუნიციპალიტეტმა, 2019 წლის 1 თებერვლიდან ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვის ვალდებულება აიღო.

სეპარირებული შეგროვების სისტემის მიხედვით, ქალაქში უნდა შექმნილიყო სპეციალური ადგილები სადაც მოსახლეობა პლასტმასის, შუშის, ქაღალდისა და ორგანულ ნარჩენებს ცალ-ცალკე მოათავსებდა.
გადაცემა "აქტუალური თემის" სტუმრები  საუბრობენ  ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დეტალებსა და მარნეულში  დანერგვის პერსპექტივაზე.


მხოლოდ საქართველო და მისი მოკავშირეები იღებენ გადაწყვეტილებებს -ინტერვიუ NATO-ს მრჩეველთან

NATO-ს მრჩეველი რობერტ პშელი რუსულენოვან TOK TV-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში  NATO-საქართველოს ურთიერთობების, ამ პროცესში ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორებისა და რუსეთის როლზე, ამ ქვეყნიდან წამოსული  დეზინფორმაციის ნაკადსა  და საკომუნიკაციო არხების შესახებ  საუბრობს.
ინტერვიუ ერთადერთმა რუსულენოვანმა ქართულმა არხმა TOK TV-მ NATO-ს მრჩეველთან ბრიუსელში, ამერიკა-ბრიუსელის მედია ჰაბში ჩაწერა.





"ხშირად მძიმე პირობებში მიწევდა მუშაობა...იძულებული ხარ გაუძლო"-პროექტი რომელმაც ოჯახები ემიგრაციას გადაარჩინა

„გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა“ ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით პროექტის „დაბრუნდი საქართველოში“ განხორციელება 2016 წელს დაიწყო, რომლის დამსახურებითაც  გურიიდან ქვეყნის გარეთ წასულმა  რამდენიმე ემიგრანტმა შეძლო  მშობლიურ ქალაქსა თუ სოფელში ფეხის მოკიდება და ოჯახის რჩენა.  „გურიის მოამბის“ სიუჟეჟეტის გმირები  ემიგრანტის მძიმე ხვედრზე და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ,  ახალი ცხოვრების დაწყების შესახებ ყვებიან.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test