შემოგვიერთდი

12.08.2019 16:56

დასავლეთთან ინტეგრაცია და საქართველოს რეგიონები - “ოდიშინიუსი”, TOK TV, „ბათუმელები“, გურია TV, რადიო „ძველი ქალაქი“

Media Ge

“ინტერნიუსი – საქართველო” აგრძელებს   რეგიონული მედიასაშუალების მასალების გამოქვეყნებას, რომელიც მომზადდა პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში.

პროექტი  “ინტერნიუსი - საქართველო”  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.


მეწარმეები სამეგრელოდან ექსპორტზე ქიმიური მინარევებისგან სუფთა, ბიო ჩაის გატანას გეგმავენ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტირებული ჩაის ყველაზე დიდი ნაწილი სამეგრელო-ზემო სვანეთში იწარმოება. როგორც ალბერტ გელოვანი ამბობს, მათი ჩაი საქართველოში კარგად იყიდება, თუმცა მიზანი აქვს, რაც შეიძლება მალე გავიდეს ევროპის ბაზარზე.





NATO-საქართველოს თანამშრომლობის რეალური მიზნები და მითები


რა არის ნატოს-თან მჭიდრო თანამშრომლობის და ამ არჩევანის მთავრი სარგებელი საქართველოში მცხოვრებლებისათვის? რამდენად გასაგებად და ცხადად ვაცნობთ საზოგადოებას ამ მიზნებს და რითი ვებრძვით ქვეყნის შიგნით და გარედან მომდინარე დეზინფორმაციას? რა განაპირობებს NATO-ს საწინააღმდეგო განწყობებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და რამდენად ვიზიარებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას სტრატეგიული კომუნიკაციის შემუშავებისას.

 


მუსიკის მასწავლებელი, მეფუტკრე ქალი და სხვები – როგორ მოვიპოვოთ EU-ს დაფინანსება სოფლა

ხულოსა და ქედაში უკვე შეარჩიეს ფერმერები, რომლებიც ევროკავშირისგან გრანტს მიიღებენ. სოფლად მცხოვრები 27 ადამიანი ხულოში და ამდენივე ქედაში, სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსდება. წელს ხულოს მუნიციპალიტეტში ჯამში 1 067 900 ლარის გრანტი გაიცა. ეს მოიცავს როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე, ტურიზმის ან სხვა ბიზნესის განვითარებას სოფლად. ევროკავშირი საქართველოში სოფლის გაძლიერებას 2013 წლიდან ცდილობს. ევროპის სამეზობლო პროგრამის – ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი საქართველოში 179,5 მილიონ ევროს ხარჯავს – 2013 წლიდან 2022 წლის ჩათვლით.

რა შემთხვევაში ფინანსდება ფერმერი? როგორ ვითარდება ის ბიზნესი, რომელიც ასევე ENPARD-ის ფარგლებში წინა წლებში დაფინანსდა?ბათუმელები“ ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა.

აქტივისტი ქალი ლიხაურიდან


რიგითი პედაგოგობიდან - სამოქალაქო აქტივისტობამდე. სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევით გადარჩენილი აჭის ხეობა. "გურიაTV"-ის მიერ მომზადებული აქტივისტი ქალის პორტრეტი.




 

 

იმეული ყველი

ყველი საქართველოში-ერთიერთი პოპულარული პროდუქტია. იმერულ ყველს კი სხვებისგან განსხვავებით ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ის მოუხარშავ ყველთა ჯგუფს განეკუთვნება და ძირითადად ხელით ამოჰყავთ.

ამ მასალიდან შეიტყობთ რა მოთხოვნებს უყენებს ევროპული ბზარი ქართული რძის ნაწარმს, რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს და როგორია იმერული ყველის ევროპული მომავალი. გაგაცნობთ მეწარმეს, რომელიც იმერულ ყველს, როგორც ამ კუთხის ბრენდს, უცხოელ სტუმრებს აცნობს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test