შემოგვიერთდი

03.11.2019 21:15

ქარტიის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორის პოზიციაზე გიორგი მგელაძის კანდიდატურა შეარჩიეს

media.ge

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაყვეტილებით, აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მგელაძე გახდა.
ქარტიის საბჭოს ამ პოზიციაზე კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული, სადაც ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა.
გიორგი მგელაძე ბოლო  დრომდე სტუდია "მონიტორის" გამომძიებელი ჟურნალისტად მუშაობდა. ასევე იყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი და საბჭოს თავმჯდომარე.  მან ქარტიის საბჭო 2019 წლის 22 ოქტომბერს დატოვა.

გიორგი მგელაძე ასევე ხელმძღვანელობდა ქარტიის მედიამონიტორთა ჯგუფს. მიღებული აქვს არაერთი პრიზი საუკეთესო საგამოძიებო ფილმისთვის. 

მის გარდა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე მონაწილეობდნენ  ნათია კაპანაძე, ეკატერინე ბასიალაია და სალომე ცეცხლაძე.

გიორგი მგელაძემ ამ პოზიციაზე ნატა ძველიშვილი შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.
გიორგი მგელაძემ სოციალურ ქსელში მიმართა, რომ  „ახალი პოზიციიდან, ყველანაირად ვეცდები მაქსიმალურად შედეგიანად ვიმუშაო თქვენთან ერთადკარგი კონკურენტები მყავდა, რაც მიათკეცებს პასუხისმგებლობას.“

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test