შემოგვიერთდი

27.07.2020 12:01

28 ივლისს იწურება“ განაცხადების შეტანის ვადა „ინტერნიუსის“ ახალ პროექტში მონაწილეობისთვის

Media Ge

28 ივლისს იწურება“ განაცხადების შეტანის ვადა  „ინტერნიუსის“ საგრანტო პროეტში, რომლის მიზანია   ეთნიკური უმცირესობების ენებზე ჟურნალისტური კონტენტის გამავრცელებელი მედიების  მხარდაჭერა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ,

მედიასაშუალებებმა,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, უნდა მოამზადონ და გაავრცელონ ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამებისა და რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების მათი ხედვის შესახებ, ჟურნალისტური მასალები.   პროექტი ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არჩევნებსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულ ჩართულობას.

ქართულ ენაზე შევსებული განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტით მისამართზე tiko.nachkebia@gmail.com ან მოიტანოთ “ინტერნიუსი-საქართველოს” ოფისში (მისამართი: ანდრია აფაქიძის #11, ტიფლის ბიზნეს ცენტრი, მე-8 სართული; თბილისი) 2020 წლის 28 ივლისის 18:00 საათამდე.

პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ მისამართზე: http://www.media.ge/ge/portal/events/304566/

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test