27.08.2020 18:37
კონკურსში გამარჯვებული 10 მედიაკომპანია, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების წინ ჟურნალისტურ მასალებს მოამზადებენ
meda.ge
„ინტერნიუსი – საქართველო“, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების წინ, 10 მედიაკომპანიას დაეხმარება. ესენია: „ბათუმელები“, ტელეკომპანია TV25, გაზეთი „ჩემი ხარაგაული“, „კახეთის ხმა“, „ლაივპრესი“, ტელეკომპანია „ბორჯომი“, ტელეკომპანია “გურია TV”, ტელეკომპანია “გურჯაანი”, ტელეკომპანია “მეგა TV” და „ქუთაისიპოსტი.
ინტერნიუსი – საქართველო“ მედიასაშუალებებს დაეხმარება მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან პრობლემებსა და საკითხებზე, ასევე, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიერ აღნიშნული პრობლემების გადაჭრის შემოთავაზებული გზებისა და საარჩევნო პროგრამების შესახებ ჟურნალისტური მასალების წარმოებასა და გავრცელებაში.
პროექტის „რეგიონული მედიის სარედაქციო და ტექნოლოგიური მხარდაჭერა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაღალხარისხოვანი გაშუქების მიზნით“ ფარგლებში, საკონკურსო წესით შერჩეული 10 მედიაკომპანია მიიღებს გრანტს (თითოეული 12.000 ლარის ოდენობით) და სარედაქციო მხარდაჭერას ჟურნალისტური მასალების მოსამზადებლად.
სიახლე
-
29.10.2020 19:39
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშები
-
24.09.2020 21:43
2020 წლის საპარლამენტო არჩვენების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშები
-
27.08.2020 18:37
კონკურსში გამარჯვებული 10 მედიაკომპანია, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების წინ ჟურნალისტურ მასალებს მოამზადებენ
-
19.08.2020 18:50
საპარლამენტო არჩევნების წინ ექვსი მედიაკომპანია მასალებს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მოამზადებს
ბოლო სტატიები
-
25.10.2020 14:36
ჟურნალისტებს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს...
-
22.10.2020 23:24
დროული და საჭირო პროექტი საზოგადოებისთვის