შემოგვიერთდი

19.10.2011 21:50

საქართველოს პარლამენტმა Facebook -ში რეკლამაზე 27 ათას ლარზე მეტი დახარჯა

David Mchedlidze

საქართველოს პარლამენტმა, 14 სექტემბერის მდგომარეობით,   სოციალურ ქსელ Facebook-ში, პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის  და პარლამენტის წევრების სოციალურ რეკლამაზე 27 338 ლარი დახარჯა.

ეს ინფორმაცია ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” გამოითხოვა. თუმცა პარლამენტის აპარატიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაში  მითითებული არ არის, კერძოდ, პარლამენტის რომელი წევრების, უმცირესობის თუ უმრავლეოსობის წარმომადგენელთა, რეკლამაზე დაიხარჯა თანხები.

პარლამენტის თავმჯდომარეს სოციალურ ქსელში ღია ჯგუფი აქვს გახნილი, სადაც Facebook-is 42 ათასი მომხმარებელია გაწევრიანებული.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test