შემოგვიერთდი

13.02.2012 13:24

საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამაში „მე-9 არხმა“ და „გურიის ტელევიზიამ“ გაიმარჯვა

მაია წიკლაური

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და „საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭომ“ (IREX) საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) ფარგლებში 2012 წლის კონკურსში გამარჯვებულებად  „მე-9 არხი“ (ახალციხე) და „გურია“ (ოზურგეთში) დაასახელა. 

IREX -ის ცნობით, აღნიშნული ტელევიზიები პროგრამის ფარგლებში აშშ-ის ტელევიზიებთან გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს დაამყარებენ. იგეგმება პროფესიული გაცვლითი ვიზიტები, ინდივიდუალური კონსულტაციები და ერთმანეთთან გამოცდილების გაზიარება. ტელეკომპანია „გურიის“ და „მე-9-ე არხის“ წარმომადგენლები  აშშ-ის პარტნიორ ტელევიზიებში  სტაჟირებას გაივლიან. მათთან ჩამოვლენ ექსპერტები აშშ-ის ტელევიზიებიდან, ადგილზე ჩაუტარებენ ტრენინგებს და გაუწევენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს. ამასთანავე განხორციელდება ქართული პარტნიორი ტელევიზიების საჭიროებებზე მორგებული ვირტუალური კონსულტაციები, რაც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის კუთხით გაძლიერებას და მდგრადი ახალი ამბების ორგანიზაციებად ჩამოყალიბებას.    

GMPP აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული 500 000 აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი პროგრამაა, რომელიც ქართული ტელევიზიების პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.

GMPP-ში 2011 წელს მონაწილეობა მიიღეს ტელეკომპანია „25-ე არხმა“ (ბათუმი)  და „გურჯაანმა“ (გურჯაანი).

"მათ უკვე დაამყარეს წარმატებული ურთიერთობები ამერიკელ პარტნიორებთან. მათ შეისწავლეს, თუ როგორ მოღვაწეობენ ტელევიზიები აშშ-ში და აიმაღლეს კვალიფიკაცია მენეჯმენტის, ფინანსების, ბიუჯეტის დაგეგმარების, გაყიდვების, ახალი მედიის, წარმოებისა თუ სხვა სფეროებში. ორივე ტელევიზიაში დაინერგა პარტნიორული ვიზიტების დროს მიღებული ახალი უნარ–ჩვევები და ტექნოლოგიები, რის შედეგადაც ამ ტელევიზიების მუშაობა მკვეთრად გაუმჯობესდა", - აღნიშნულია IREX-ის განცხადებაში. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test