შემოგვიერთდი

30.04.2012 11:27

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ Facebook-ზე რეკლამისთვის 75 ათას ლარზე მეტი დახარჯა

ნატა ძველიშვილი
Mikheil Saakashvili's Facebook page  (photo: )

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდის რეკლამისთვის სოციალურ ქსელ FACEBOOK-ზე ჯამში 75 732 ლარი დაიხარჯა. ეს ინფორმაცია „ინფორმაციის თავისუფლების განთვითარების ინსტიტუტს“ (IDFI) პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აპრილს მიაწოდა.

IDFI-მ სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსებისთვის გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციიდან 27 მარტს გამოითხოვა. თუმცა, საპასუხო წერილი კანონით დადგენილი ათდღიანი ვადის დარღვევით, 30 აპრილს მიიღო.

2011 წლის 14 სექტემბერს IDFI-მ ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია პარლამენტის მიერ სოციალურ ქსელ FACEBOOK-ზე დახარჯული თანხის შესახებ. იმ დროისთვის პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის და პარლამენტის წევრების რეკლამაზე 27 338 ლარი იყო დახარჯული.

როგორც Media.ge-ს IDFI-ს გამგეობის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა აცნობა, FACEBOOK-ზე რეკლამირებისთვის გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდანაც გამოითხოვეს.

„ამ უწყებებმა გვიპასუხეს, რომ FACEBOOK-ში თანხა არ დაუხარჯავთ“, - აღნიშნა ავალიშვილმა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია  პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ (opendata.ge) ფარგლებში გამოაქვეყნეს. "პროექტი opendata.ge ახლა შეჩერებულია. ვფიქრობთ, გავაგრძელებთ და ინფორმაციასაც გამოვითხოვთ“, - თქვა ლევან ავალიშვილმა. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test