21.06.2012 09:10
"თრიალეთი" მის ჟურნალისტებზე თავდასხმაში პოლიციელს ადანაშაულებს
თაკო ფარადაშვილი
ტელეკომპანია “თრიალეთი” აცხადებს, რომ 18 ივნისს მის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში პოლიციელი შალვა ხაჩიძე მონაწილეობდა.
“თრიალეთის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, გოჩა დარჩიაშვილის განმარტებით, ტელეკომპანიამ თავდასხმის კადრები მოსახლეობას აჩვენა და სწორედ მათ ამოიცნეს პოლიციელი.
ტელეკომპანიის განცხადებით, მის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა სურამში განხორციელდა. “თრიალეთის” ჟურნალისტები წყალდიდობით დაზარალებულ მოსახლეობას ესაუბრებოდნენ, როცა მათთან უცნობი პირი მივიდა, გადაღების შეწყვეტა და ადგილის დატოვება მოსთხოვა. გადამღებმა ჯგუფმა მუშაობა განარგრძო.
“შემდეგ ამ ადამიანმა სადღაც დარეკა და რამდენიმე წუთში მოვიდა ჯიპი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით WKW -737, სადაც 5 ადამიანი იჯდა, მათაც მოსთხოვეს ადგილის დატოვება, წინააღდეგ შემთხვევაი კამერის დამთვრევით დაემუქრნენ. ამას მოჰყვა მათი მხრიდან ქვების სროლა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა”- ამბობს დარჩიაშვილი.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
“თრიალეთი” აცხადებს, რომ ეს არ არის ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიმართ მუქარის და კონტროლის პირველი შემთხვევა. დარჩიაშვილი ამბობს, რომ მათ გადამღებ ჯგუფს ყოველთვის დაჰყვება ვინმე და აფიქსირებს რას იღებენ. “თრიალეთის” ხაშურის კორესპონდენტ, მალხაზ მიქელაძისმიმართ კი, ხორციელდება მუქარის ზარები.
“ეუბნებიან თუ არ შეეშვები ჟურნალისტიკას და გადაღებას შეგექმნება პრობლემაო”- ამბობს დარჩიაშვილი და დასძენს, რომ მსგავსი ზარები კასპის და გორის კორესპონდენტების მიმართაც განხორციელებულა.
“თრიალეთი” ყველაფერში პოლიციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათი მხრიდან “ეს აგრესია მას შემდეგდაიწყო, რაც ჩვენ ხაშურის პოლიციის შენობაში საეჭვოვითარებაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის ფაქტიგავაშუქეთ. აგრესიას ჩვენ მიმართ პოლიციის თანამშრომლებიდღემდე ამჟღავნებენ და მიგვაჩნია, რომ ჩვენსკორესპონდენტს ხაშურში საფრთხე ემუქრება”.
“თრიალეთი” მის გადამღებ ჯგუფზე განხორციელებული ფაქტის გამოსაძიებლად პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.