შემოგვიერთდი

17.10.2012 16:30

„რეალ ტივი“ 30 ათას ლარად გაიყიდა

ნატა ძველიშვილი

ტელეკომპანია „რეალ ტივის“ 100 პროცენტიანი წილის მფლობელმა ლია დოლიძემ 16 ოქტომბერს მაუწყებლის აქტივები 30 ათას ლარად (23 ათასი დოლარი) ლალი ეგაძეს მიჰყიდა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანიის ერთპიროვნული მფლობელი სწორედ ეგაძეა, რომელიც ამავდროულად ფლობს სამკაულების მაღაზია „kamoss”-ს და შპს „ზე-ლო“-ს . ის ასევე არის ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელი.

რეალტივიმ საინფორმაციო გამოშვება  პირველი ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეწყვიტა, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გურამ დონაძემ ამის მიზეზად 24 საათიან საინფორმაციო ბადეზე გადასვლა დაასახელა .

არხზე ახალი ამბების გამოშვება დღემდე არ აღდგენილა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test