შემოგვიერთდი

02.11.2012 14:11

ტელეკომპანია “იმედიდან” ოცდაათამდე ჟურნალისტი გაათავისუფლეს

თაკო ფარადაშვილი

ტელეკომპანია “იმედიდან” ოცდაათამდე თანამშრომელი გაათავისუფლეს, ამის შესახებ გადაწყვეტილება არხის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ლომინაძემ მიიღო.

გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებმა დღეს, 2 ნოემბერს “იმედში” ჩატარებულ თათბირზე მიიღეს.

“ქრონიკის” პროდიუსერის ირმა ლორიას თქმით, “იმედის” თანამშრომლების კონტრაქტის მიხედვით, დამქირავებელს მათი გათავისუფლება ახსნა-განმარტების გარეშე ნებისმიერ დროს შეეძლო.

“ჩვენც არაფერი განგვიმარტეს, ასე გაგვათავისუფლეს ყველა”- ამბობს ლორია.

Media.ge-მ ამ დროისთვის ვერ მიიღო ინფორმაცია, თუ ვინ არიან სხვა გათავისუფლებული თანამშრომლები, თუმცა გამოცემა primetimenews.ge-ს ცნობით მათ შორისაა “ქრონიკის”  წამყვანი, ნოდარ მელაძეც.

უფრო ადრე სამსახურიდან გაუშვეს ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი მათე კირვალიძე.

ტელეკომპანიისგან განსხვავებით, საკადრო ცვლილებები  არ მომხდარა რადიო “იმედში”. რადიოს ჟურნალისტის, მიშა ფეიქრიშვილის განმარტებით, ამ დროისთვის ყველა თანამშრომელი ინარჩუნებს თანამდებობას.

ცვლილებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ტელე-რადიო კომპანია პატარკაციშვილების ოჯახმა დაიბრუნა.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test