შემოგვიერთდი

14.11.2012 13:28

ირმა ინაშვილი სიხშირის დაბრუნებას ითხოვს

მაია წიკლაური
ირმა ინაშვილი (photo: )

სტუდია “ობიექტივის” ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი  მფლობელებისთვის 35-ე დეციმეტრული სიხშირის წართმევის საკითხის გამოძიებას ითხოვს. ის შესაბამისი საჩივრის შეტანას ხვალ, 15 ნოემბერს გეგმავს.

ინაშვილმა 14 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 35-ე დეციმეტრული სიხშირე „ობიექტივს“ ეკუთვნოდა. ინაშვილის მტკიცებით მას, როგორც „ობიექტივის“ დირექტორს 2004 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა სიხშირე მუქარით დაათმობინა.

მისივე განმარტებით, მოგვიანებით წართმეული სიხშირე გადასცეს ტელეკომპანია “ალანიას”, რომელსაც სახელი შეუცვალეს და “რეგიონ ტვ” დაარქვეს. ბოლოს ეს ტელეკომპანია საზოაგდოებრივი მაუწყებლის მესამე არხმა “პიკმა” შეიერთა.

“ტელეარხი “პიკი” მაუწყებლობს ჩვენთვის წართმეულ სიხშირეზე”, - ამბობს ინაშვილი და აღნიშნავს, რომ ხელმძღვანელები “ობიექტივისთვის” სიხშირის დაბრუნებას 2007 წელს სასამართლოს გზით ცდილობდნენ, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

“იმ ვითარებაში, როცა წართმეულ მედიასაშუალებებს დღეს უბრუნებენ მფლობელებს, იმედი გვაქვს, რომ ჩვენც დაგვიკმაყოფილებენ მოთხოვნას” - ამბობს ინაშვილი.  

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 12 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება - 2013 წლიდან ტელეკომპანია „პიკის“ მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ.  საბჭოს წევრებს მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა წერილით მიმართა და განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, „პიკისთვის“ დამატებითი სახსრები 2013 წლის ბიუჯეტში გათვალიწინებული არ არის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test