შემოგვიერთდი

11.12.2012 12:21

„მესამე არხი“ ახალი წლიდან გასართობ-შემეცნებით და ანალიტიკურ გადაცემებს იწყებს

მაია წიკლაური

2013 წლიდან „მესამე არხის“ ეთერში გასართობ-შემეცნებითი და ანალიტიკური შინაარსის გადაცემების დაწყება იგეგმება. ამის შესახებ Media.Ge-ს არხის მფლობელმა, ლალი ეგაძემ აცნობა. მისი თქმით, დაზუსტებულია, რომ იანვრიდან მაყურებელი „მესამე არხზე“ ბიზნესის ახალ ამბებს ნახავს.  

ამჟამად „მესამე არხის“ ეთერში 15 საათიდან ყოველ 3 საათში გადის ახალი ამბების კოლაჟი. ლალი ეგაძის თქმით, ახალი ამბების განახლება ჯერ არ იგეგმება.

„ამ ეტაპზე თანამშრომლებს ვარჩევთ, რომლებიც გააკეთებენ სხვა გადაცემებს არხზე. უფრო ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ტიპის გადაცემებს მოვამზადებთ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - ამბობს ეგაძე.

„მესამე არხი“ „რეალ ტვ“-ის ბაზაზე შქიქმნა. ახის მფლობელმა, ლალი ეგაძემ ტელეკომპანია „რეალ ტივის“ 100 პროცენტიანი წილი 2012 წლის 16 ოქტომბერს ლია დოლიძისგან 30 ათას ლარად იყიდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test