შემოგვიერთდი

08.01.2013 13:03

სამოქალაქო სექტორისა და თავისუფლი მედიის განვითარებისთვის პრეზიდენტი ორ ორგანიზაციას დააფინანსებს

მაია წიკლაური

პრეზიდენტის მიერ „სამოქალაქო სექტორისა და თავისუფლი მედიის განვითარების ხელშემწყობი პროექტებისთვის“ გამოყოფილი მილიონი ლარი კონკურსში მონაწილე ორ ორგანიზაციაზე გადანაწილდა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსის გამარჯვებულები კავკასიური "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი" ფონდიდან 800 ათასი ლარს, ხოლო „ზაზა დარასელის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდი“ 200 000 ლარს მიიღებენ. მათ ეს თანხა მედიისა და სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის უნდა გამოიყენონ.  

"მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" გამგეობის წევრები არიან -  ეკა კვესიტაძე, ოლესია ვარტანიანი, მარატ ბარათაშვილი, ზაზა თევზაძე, ჩარლზ ჰერონ ფეირბანკს ჯეიარი, გიგა ზედანია. ფონდის თავმჯდომარეა პოლიტოლოგი და განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია. ფონდი 1998 წელსაა დაფუძნებული.

„ზაზა დარასელის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდის“ გამგეობის წევრები არიან რუსუდან კერვალიშვილი და ნიკოლოზ ბერიძე. გამგეობის თავმჯდომარე ნინო დარასელია. ორეგანიზაცია 2001 წელსაა დარეგისტრირებული.

„მონაწილეებისთვის ცოტა დრო იყო გამოყოფილი, მაგრამ ამის მიუხედავად გვეგონა, რომ უფრო მეტი ორგანიზაცია გამოთქვამდა სურვილს მონაწილეობისთვის“, - ამბობს „სამოქალაქო სექტორისა და თავისუფლი მედიის განვითარების ხელშემწყობი პროექტების“ თავმჯდომარე, ნინო კალანდაძე Media.Ge-თან საუბრისას.

კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციების გარდა კიდევ 2 მონაწილეობდა - „საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა საზოგადოება“ და გაზეთი „ახალგორი“. მისი თქმით, დანარჩენი მათგან ერთ-ერთს განაცხადის წარდგენისას ფორმალური მხარე მოგვარებული არ ჰქონდა.

„მას კომისია რამდენჯერმე დაუკავშირდა, რათა დამატებითი საბუთები წარმოედგინა, მაგრამ კონკურსის დასრულებამდე ეს ვერ მოახერხა“, - ამბობს კომისიის თავმჯდომარე. კალანდაძის თქმით, მეორე ორგანიზაციის წარმომადგენელებს პროექტის მიზანი არ ჰქონდათ გაცნობერებული.

„სამოქალაქო სექტორისა და თავისუფლი მედიის განვითარების ხელშემწყობი პროექტი“ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეიქმნა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის და თავისუფალი მედიის როლის გასაზრდელად გამოიყო, რომელიც კონკურსის მიხედვით გამოვლენილ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ზე უნდა გადანაწილებულიყო.

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძეა. კომისიის წევრები კი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ამჟამად პრეზიდენტის მრჩეველი ვერა ქობალია, ასევე პრეზიდენტის მრჩევლები: ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი და ნატალია ყანჩელი იყვნენ.

 

ამავე თემაზე:

საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორს და მედიას დააფინანსებს

უნდა დააფინანსოს თუ არა პრეზიდენტმა მედია? 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test