შემოგვიერთდი

26.01.2013 14:27

ბაქოში საპროტესტო აქციაზე ბლოგერებსა და აქტივისტებს აკავებენ

მაია წიკლაური

ბაქოში 26 იანვარს საპროტესტო აქციაზე მყოფი პირები დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან აზერბაიჯანელი ბლოგერები, ემინ მილი და ხადიჯა ისმაილოვა. ისინი აქციის მიმდინარეობისას ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას სოციალურ ქსელ ტვიტერზე ტვირთავდნენ. მათ მოახერხეს და გამოაქვეყნეს ვიდეო და ფოტო მასალა, თუ როგორ შლიდნენ აქციის მონაწილებს აზერბაიჯანელი სამართალდამცავები. დაკავებულმა ემინ მილმა ტვიტერზე შემდეგი შეტყობინება დაწერა: „დაპატიმრებული ვარ: ვზივარ ავტობუსში შესანიშნავ ხალხთან ერთად".

ტვიტერის აზერბაიჯანელი მომხმარებლების ინფორმაციით დაკავებულია 30-ზე მეტი ადამიანი. ერთერთი მათგანის, რუსლან ასადის ცნობით დაკავებულია ახალგაზრდა აქტივისტვი, აქციის ერთერთი ორგანიზატორი ილკინ რუსტემზადე. ასევე დააკავეს ადამიანის უფლებათა დამცველი და იურისტი ინტიგამ ალიევი. ტვიტერის მომხმარებლების ცნობით, სამართალდამცავები ზღვისპირა რაიონში გადასულ აქტივისტებს აკავებენ. 

საპროტესტო ტალღა აზერბაიჯანში ქალაქ ისმაილიდან 23-24 იანვარს დაიწყო. მოქალაქეები ადგილობრივი მთავრობის გადაყენებას ითხოვდნენ. ქალაქ ისმაილში აქცია სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზით დაშალეს, რის შემდეგაც საპროტესტო ტალღა დედაქალაქში, ბაქოში გაგრძელდა.

26 იანვარს ტვიტერის აზერბაიჯანელი მომხმარებლები წერდნენ, რომ სამართალდამცავებმა მოქალაქეებს მოედანზე, სადაც საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო, მისასვლელი ყველა გზა გადაუკეტეს. 

https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=I7GcHCfjNu0

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test