შემოგვიერთდი

03.07.2013 12:50

Freedom House: პრესის თავისუფლება 2013 - საქართველო

კონსტიტუცია იცავს პრესის თავისფლებას, ხოლო საქართველოს ყველაზე პროგრესული მედია კანონმდებლობა აქვს მთელ რეგიონში. მთავრობის გავლენა კერძო მედიაზე, განსაკუთრებით სამაუწყებლო გამოცემებზე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ნარჩუნდებოდა. თუმცა წლის განმავლობაში შეიმჩნეოდა გარკვეული პროგრესი  მედია რეგულაციების შესუსტებისა და განსახვავებული შეხედულებების ხელმისაწვდომობის მხრივ, განსაკუთრებით წინასაარჩევნი პერიოდში. არჩევნები ოპოზიციური პარტიის „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დამთავრდა და პირველად საქართველოში ხელისუფლების გადაცემა მოხდა მშვიდობიანად, არჩევნების გზით. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც 2004 წლიდან ინარჩუნებდა ძალაუფლებას, აღიარა დამარცხება და ”ქართული ოცნების” ლიდერი მილიარდელი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ მინისტრად დაინიშნა.

1995 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი და საქართველოს კანონი სიტყვისა  და გამოხატვის თავისუფლების შესახებ შეიცავს გარანტიების ცენზურის წინააღმდეგ. ჟურნალისტების წინააღმდეგ იშვიათად ხდება სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და ინტერნეტი ამჟამად არ ექვემდებარება ხელისუფლებას. თუმცა, ზოგჯერ ხორციელდება კანონმდებლობის აღსრულება  და აღსრულება ხშირად აიხსნება პოლიტიკური მოსაზრებებით. 2004 წელს მთავრობამ მოახდინა ცილისწამების დეკრიმინალიზაია იმ მიზნით რომ ქართული მედია კანონმდებლობა ევროპული სტანდარდტების შესაბამისობაში ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ კანონმდებლობა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ 1999 წელს მიიღო ჟურნალისტები აცხადებდნენ რომ მთავრობის ოფიციალური პირები, განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისიფლება, განაგძობდა განაგძობდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ან დაყოვნებას. ჟურნალისტებზე ახალი შეზღუდვები შემოღებულ იქნა საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც ხუთი დღით ადრე, როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა კანონი, რომელიც ზღუდავდა საარჩევნო უბნებზე მედია გაშუქებას.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არეგულირებს ქვეყნის ტელეკომუნიაციას და სამაუწყებლო მედიას და გასცემს ლიცენზიებს, მას ბრალს სდებდნენ  პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის ნაკლებობაში. რაც შეეხება კომისიის წევრებს, მათ პრეზიდენტი წარადგენს. კომისიის თავმჯდომარეს აკრიტიკებდნენ სატელევიზიო საეთერო დროის ბითუმად ვაჭრობის ბიზნესში წილის ფლობის გამო მისი თანამდებობაზე ყოფნის წინა წლებში და წილის შენარჩუნებითვის იმ კომპანიაში, რომელიც  ახორციელებს რეკლამის დამზადებას და განთავსებას, მათ შორის სამაუწყებლო მედიაში. სახელისუფლებო მედია გამოცემებს დროგამოშვებით უფლება ეძლეოდათ მაუწყებლობა განეხორციელებინათ ლიცენზიების გარეშე მაშინ როდესაც ოპოზიციური გამოცემები ამ მხრივ კანონის სიმკაცრეს გრძნობდნენ. 2011 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ, სამწლიანი დაყოვნების შემდეგ, განაახლა სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემა, ხოლო საკონსიტიტუციო სასამართლომ 2012 წლის აპრილში გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად სატელევიზიო სადგურებს აღარ მოეთხოვებოდათ ლიცენზია საკაბელი ქსელით მაუწყებლობისთვის. თუმცა ლიცენზიები  კვლავ სავალდებულოდ რჩება სატელიტური მაუწყებლობისთვის. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, თვითმმართველი ორგანომ, მთელი წლის განმავლობაში ატარებდა დისკუსიებს მედიის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების თემაზე და ამავე დროსმოუწოდებდა ჟურნალისტური ერთიანობისკენ. მიუხედევად იმისა რომ 2011 წლის წინადადება ორგანიზაციის მანდატის გაზრდას ითვალისწინებდა, რაც გულისხმობდა არაწევრი ჟურნალისტების მიერ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირებას, ორგანიზაციამ მეორედაც ვერ შეძლო 2012 წელს შესწორებული ქარტიის გამოცემა.

საქართველო ყველაზე თავისუფალი და მრავალფორევანი მედია გარემოთი გამოირჩევა მთელ რეგიონში. მიუხედავად ბოლოდროინდელი პოლიტიკური ცვლილებებისა მედიაპოლიტიკურად პოლარიზებული რჩება, ნეიტრალური და ობიექტური იფორმაციის მიღება მხოლოდ რამდენიმე წყაროდანაა შესაძლებელი. მას შემდეგ რაც ივანიშვილმა 2012 წლის აპრილში თავისი ოპოზიციური პარტია ჩამოაყალიბა, რამაც პოლიტიკური კონკურენცია კიდევ უფრო დაძაბა, ტრადიციულად ნაც მოძრაობის მომხრე სამაუწყებლო მედიამ გამოიყენა ბაზარზე დომინანტური პოზიციის უპირატესობა ივანიშვილის უარყოფითად გასაშუქებლად. მაისში მან იყიდა TV9 - ყოფილი იგრიკა TV - ამგვარ გაშუქებასთან დასაპირისპირებლად. საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის არქონის გამო TV9 გადაიცემობა სატელიტური მიმღებებით გლობალ TV-ს საშუალებით, რომელიც ოპერირებს როგორც საკაბელო კომპანია და მას ივანიშვილის ძმა ფლობს. გლობალ TV განიცადა ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის დაიკითხა მის ერთ-ერთი მფლობელი, ადგილი ჰქონდა ქონების დაზიანებას, და აღჭურვილობების ჩამორთმევას. რაღაც მომენტში ნაც მოძრაობასთან დაკავშირებულმა ხუთმა ტელე სადგურმა შეწყვიტა სიგნალის გადაცემა გლობალ TV-ს საშუალებით.

მედიის მფლობელობაში და საკუთრების უფლებებთან არსებული არასაკმარისი გამჭვირვალობის პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა 2011 წლის აპრილში. მაშინ მიიღეს შესწორებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც სავალდებულო გახდა სრული ინფორმაციის წარმოდგენა მედიის მფლობელობის სტრუქტურების, მათ შორის თვითეული მფლობელის და ფინანსური წყაროების შესახებ. მედიის ადვოკატირების კოალიციამ, რომელიც დაარსდა ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი  ორგანიზაციების მიერ, აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული შესწორებების კანონში შეტანის პროცესში. შესწორებების მიხედვით ოფშორულ კომპანიებს ეკრძალება სამაუწყებლო მედია სტრუქტურების ფლობა, ხოლო რამოდენიმე ტელეკომპანიას კი მოუწევს საკუთარი მფლობელობის ბუნდოვანი სტრუქტურის შეცვლა. თუმცა, მედიის კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ რჩება მოსაგვარებელი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონის მიხედვით ცალკეულ პირებს და ორგანიზაციებს ეკრძალება ერთზე მეტი ტელე ან რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის ქონა, არა რსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომელიც უკრძალავს ცალკეულ პირებს იქონიონ წილი ორგანიზაციებში, რომლებიც თავისხმრივ ფლობენ სამაუქყებლო ლიცენზიას. აჭარის ტელევიზია კვლავ რჩება სახელმწიფოს მფლობელობაში და ფინანსდება მის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლებმა დიდი ხნის წინ შეიმუშევს მისი რეორგანიზაციის გეგმები. 2012 წლის დეკემბერში პარლამენტში წარმოადგენილი კანონპროექტის მიხედვით აჭარის ტელევიაზე უნდა გარდაქმნილიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ არხად.

მედია არ სარგებლობს ფინანსური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით. 2012 წლის ოქტომბრამდე, ყველა ტელევიაზია, რომელიც გაუწყებლობს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკუთვნოდა და ფინანსდებოდა სახელმწიფოსთან ახლო კავშირში მყოფი ბიზნესების მიერ. სახელმწიფო სუბსიდიებმა, 2010 და 2012 წლის საგადასახადო ამნისტიების სახით, მოუტანა არასამართლიანი სარგებელი ტელევიზიებს, რომლებიც ინარჩუნებდნენ ლოალურობას ნაც. მოძრაობის მიმართ, რამაც რუსთავი 2-სა და იმედს მისცა საშუალება ჩამოეწერათ დაახლოებით 40 მილიონი ლარის ოდენობის( 25 მილიონი ა.შ.შ. დოლარი) საგადასახადო დავალიანება. სარეკლამო ბაზარი რჩება ძლიერ პოლიტიზირებული. რეკლამის განმცხადებლები უპირატესობას ანიჭებს ხელისუფლების მხარდამჭერ მედიას, მაშინ როდესაც კრიტიკულად განწყობილ მედია საშუალელებს უჭირს სარეკლამო სივრცის და მისთვის საეთერო დროის გაყიდვა. სარეკლამო შემოსავლების და ფინანსური რესურების არქონა განსაკუთრებით მძიმედ აწვება ბეჭდურ მედიას- ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც უშლის ხელს ბეჭდური გამოცემების გავრცელებას, განსაკუთრებით თბილისში, მას შემდეგ როდესაც ხელისუფლების მიერ 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო არსებული კიოსკების დემონტაჟი, და ახალი კიოსკების დადგმაზე უფლებების აუციონზე გაყიდვა. პროგრამაში მონაწილეობის უფლება მიეცა ნებისმიერ კომპანიას, მაშინ როდესაც ადრე კიოსკები იმართებოდა პრეს-დისტრიბუტორები მიერ. საქართველოს პრესის ასოციაციამ, რომელიც წარმოადგენს თბილისის წამყვან ყოველდღიურ გაზეთებს, გააერთიანა ძალები ბეჭდური მედიის დისტრიბუტორებთან სამართლიანი და შეუზღუდავი დისტრიბუციის უზრუნველსაყოფად.

2012 წელს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 46%  ჰქონდა ინტერნეტზე მისაწვდომობა. გაზეთებს, რომლებიც გამოიცემა თბილისში არ აქვთ საკუთარი ვერ რესურსი, მაშინ როდესაც რეგიონალური გაზეთები სტაბილურად იყენებენ ინტერნეტ სივრცეს, ხოლო ვებ-გამოცემები როგორიცაა ნეტგაზეთი, civil.ge და media.ge დაბალანსებულად აშუქებენ ახალ ამბებს, და  და სარგებლობენ შესაბამისი რეპუტაციით. ამასთანავე, რამოდენიმე ტელევიზიას გააჩნია საკუთარი ვებ-საიტები. ისინი ვისაც აინტერესებს ფაქტებზე დაფუძნებული ახალი ამბები შედიან ისეთ ვებ-პორტალებზე, როგორიცაა Interpressnews.ge იზრდება ბლოგების და სოც. ქსელების როლი ახალი ამბების და ინფორმაციის გავრცელებაში.

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონები აქტიურად კონტროლდებიან რუსეთის მიერ. სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი მედია სუსტად არის წარმოდგენელი. სეპარატისტულ ხელისუფლებას გააჩნია საკუთარი ტელევიზია, რომელიც ძირითადად ახორციელებს პროგრამების რეტრანსლაციას რუსეთიდან. დამოუკიდებელი ბეჭდური მედიის სექტორი რეალურად არ არსებობს. აფხაზეთში, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის უფრო დიდი მასში ცხოვრობს მეტი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი, მედიაც შესაბისად არის უფრო მრავალფეროვანი. ადგილობრივ მოსახლეობას აქვს წვდომა, როგორც აფხაზურ ენოვანო, ასევე რუსულენოვან კონტენტზე; ქართული სადგურები ხელმისაწვდომია როგორც წესი მხოლოდ სატელიტების საშუალებით. აფხაზეთის მოსახლეობას აგრეთვე აქვს ქართული და თურქული რადიო გმაუწყებლობის  მოსმენის შესაძლებლობა. აფხაზეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რამოდენიმე კერძო ბეჭდური მედია საშუალება. მთლიანობაში მედიის მფლობელობა და გაშუქების ასპექტები კონტროლდება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.

 

[ საქართველოს შესახებ მოცემული ინფორმაცია არ ასახავს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ მდგომარეობას, მიუხედავ იმისა, რომ აღნიშნული მოხსენება შეიცავს გარკვეულ ინფორმაციის ამ რეგიონების შესახებ]

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test