შემოგვიერთდი

08.07.2013 02:23

სოციალური და ეკონომიკური საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში, 2011 წელი

მედია მონიტორინგი

მედიამონიტორინგი სხვადასხვა თემებზე  ჩაატარა ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ,  2011 წელს,   პროექტის  “მედია მონიტორინგის განვითარება საქართველოში” ფარგლებში.  პროექტი განახორციელა გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

მონიტორინგის თემები:

„მართლმსაჯულების საკითხების გაშუქება ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში“ - კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC);

„სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების გაშუქება“- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI); „მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში“ - ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);„გარემოს დაცვის საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში“ - ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);

„საარჩევნო საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში“ -  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);

„ტელეკომპანიების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაშუქება“ – „ინტერნიუსი საქართველო“;

„გენდერული ძალადობის გაშუქების ხარისხი ქართულ ბეჭდურ მედიაში“ - „ინტერნიუსი საქართველო“;

„დაზარალებულ და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქება ტელევიზიების მიერ“ - სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI);

„ტელევიზიების მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გაშუქება“ - სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI);

„სოციალური საკითხების გაშუქება ბეჭდურ და ტელემედიაში“ - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);

„უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში“ - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).

 

წინამდებარე დოკუმენტი წარმოდგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test