08.07.2013 08:57
„სიძულვილის ენა წინასაარჩევნო პერიოდში“ - მედიამონიტორინგის ანგარიშები (2012 წლის 20 აგვისტო -20 ოქტომბერი)
რესურსები მედია მონიტორინგი
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ინტერნიუსი-საქართველომ“, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მხარდაჭერით, განახორციელა მედიის მონიტორინგი - "სიძულვილის ენა წინასაარჩევნო პერიოდში", პროექტის ხანგრძლივობა - 2012 წლის 20 აგვისტო -20 ოქტომბერი. მონიტორინგის მიზანი იყო წინასაარჩევნო პერიოდში ქართულ მედიაში პოლიტიკური სუბიექტების მისამართით და მათი მხრიდან გამოხატული სიძულვილის ენის გამოვლენა.
"ინტერნიუსი-საქართველო" აკვირდებოდა შემდეგ მედიასაშუალებებს:
ტელეკომპანიები: საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი, "რუსთავი-2", "იმედი", "მაესტრო", "მე-9 არხი", "კავკასია", რეალ ტვ". კვლევის პერიოდი - 19:00-დან-24:00-საათამდე. დაკვირვების ობიექტები - მთავარი საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკურ ტოქშოეუები;
რადიოები: საზოგადოებრივი მაუწყებლის „რადიო 1“, „იმედი“, „მწვანე ტალღა“, „ფორტუნა“, „აფხაზეთის ხმა“, „პალიტრა“, „უცნობი“. ტარდება საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი;
ბეჭდური მედია საშუალებები: "ალია", "ქრონიკა", "ასავალ-დასავალი", "კვირის პალიტრა", "24 საათი", "რეზონანსი" , "ახალი თაობა", „პრაიმტაიმი“ და ჟურნალებს: "გზა", "თბილისელები", "რეიტინგი", "სარკე", "ტაბულა";
ინტერნეტ-გამოცემები: www.netgazeti.ge, www.liberali.ge, www.tribuna.ge, www.droni.ge , www.presa.ge , www.news.ge , www.for.ge.
სიძულვილის ენა საარჩევნო პერიოდში - მედიის მონიტორინგის შემაჯამებელი შედეგები
2012 წლის 20 აგვისტო - 19 სექტემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგები.
2012 წლის 20 - 29 აგვისტოს პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგები.