შემოგვიერთდი

09.10.2013 13:34

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი

კვლევები მედია მონიტორინგი

„ინტერნიუსი - საქართველო“ ახორციელებს  პროექტს "რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი საპრეზიდენტო არჩევნები 2013“.

პროექტი 2013 წლის 11 სექტემბერს დაიწყო და 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მონიტორინგი ტარდება  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“ (ITEP) ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დააფინანსა.

„ინტერნიუსი - საქართველოს“ კვლევის ობიექტს წარმოადგენს  12 რეგიონალური ტელეკომპანია: "25-ე არხი" (ქ. ბათუმი), "რიონი" (ქ. ქუთაისი), ქვემო ქართლის ტელე/რადიო კომპანია (ქ. რუსთავი), "ოდიში" (ქ. ზუგდიდი), "თანამგზავრი (ქ. თელავი), "მე-9 არხი" (ქ. ახალციხე), "თრიალეთი" (ქ. გორი), "გურია" (ქ. ოზურგეთი), "იმერვიზია" (ქ. ჭიათურა), "გურჯაანი" (ქ. გურჯაანი), "მეგა ტვ" (ქ. ხონი), "მე-9 ტალღა" (ქ. ფოთი).

ტელემაუწყებელთა მონიტორინგის მეთოდოლოგია ეფუძნება რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევებს.

რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
საანგარიშო პერიოდი: 16 - 29 სექტემბერი, 2013 წელი 

საანგარიშო პერიოდი: 30 სექტემბერი - 13 ოქტომბერი

 საანგარიშო პერიოდი: 14 ოქტომბერი - 20 ოქტომბერი

საანგარიშო პერიოდი: 21 ოქტომბერი - 27 ოქტომბერი

საანგარიშო პერიოდი: 28 ოქტომბერი - 3 ნოემბერი

საანგარიშო პერიოდი: 4-10 ნოემბერი, 2013 წელი

საბოლოო ანგარიში: 16 სექტემბერი - 10 ნოემბერი, 2013 წელი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test