შემოგვიერთდი

25.01.2014 19:52

“ბავშვთა საკითხები მედიაში” – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია (2013 წლის 1 ივნისი - 1 სექტემბერი)

მაია წიკლაური
რესურსები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს “ბავშვთა საკითხები მედიაში”. პროექტი ორი ნაწილისაგან შედგება: მედიის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგების საზოგადოებრივი განხილვა.

მონიტორინგის მიზანი ელექტრონულ და ონლაინ მედიაში, ასევე პრესაში, ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა, ბავშვთა აღიარებულ უფლებებთან, ეთიკურ ნორმებთან და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობა  და ანალიზი იყო.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რეაგირების თხოვნით, განცხადებით მიმართავდა მედიასაშუალებებს.

წინამდებარე ანგარიში  წარმოადგენს 2013 წლის 1 ივნისიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შეჯამებას და მასში შეფასებულია სხვადასხვა ტიპის მედიის თავისებურებები, დეტალური ანალიზი, გამოკვეთილი დარღვევები, რეაგირება და რეკომენდაციები.

 

იხილეთ ანგარიში სრულად - ბავშვთა-საკითხები-მედიაში-ანგარიში.pdf

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test