02.06.2014 14:31
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები - რეგიონალური ტელევიზიების მონიტორინგი
Media Ge
რესურსები მედია მონიტორინგი„ინტერნიუსი - საქართველო“ ახორციელებს პროექტს "რეგიონული მედიის მონიტორინგი - 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში".
პროექტი ხორციელდება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“ (ITEP) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
„ინტერნიუსი - საქართველოს“ კვლევის ობიექტს წარმოადგენს 16 რეგიონალური ტელეკომპანია:"25-ე არხი" (ქ. ბათუმი), "რიონი" (ქ. ქუთაისი), ქვემო ქართლის ტელეკომპანია (ქ. რუსთავი), "ოდიში" (ქ. ზუგდიდი), "თანამგზავრი (ქ. თელავი), "მე-9 არხი" (ქ. ახალციხე), "თრიალეთი" (ქ. გორი), "გურია" (ქ. ოზურგეთი), "იმერვიზია" (ჭიათურა), "გურჯაანი" (ქ. გურჯაანი), "მეგა ტვ" (ქ. ხონი), "მე-9 ტალღა" (ქ. ფოთი), „მარნეული ტვ“ (ქ. მარნეული), „არგო „(ქ. ზესტაფონი), „დია“ (ქ. ხაშური), „ბორჯომი“ (ქ. ბორჯომი).
ტელეკომპანიების მონიტორინგი 2014 წლის 12 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
ანგარიშები ასევე იხილეთ https://www.facebook.com/internewstvmonitoring
მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში, 12-25 მაისის პერიოდი.
მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში, 26 მაისი - 1 ივნისის პერიოდი
მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში, 2-8 ივნისის პერიოდი
მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში: 9-15 ივნისის პერიოდი