შემოგვიერთდი

09.06.2014 16:56

საია "ახალი მედიის ასოციაციის“ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

გელა ბოჩიკაშვილი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს მიმართა. ორგანიზაცია ითხოვს „ახალი მედიის ასოციაციის“ ჟურნალისტის, მერაბ როდონაიასთვის პროფესიული საქმიანობის დროს ხელისშეშლის ფაქტით დაინტერესდეს. შესაბამისი განცხადებები საიამ 5 ივნისს გაავრცელა.

ჟურნალისტის თქმით, ის 27 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატის, ედიშერ თოლორაიას შეხვედრის გასაშუქებლად სოფელ რუხში იყო. როდონაიას განმარტებით, მას შემდეგ, რაც მან ვიდეოგადაღება დაიწყო, კამერა წაართვეს და საბარგულში ჩატენვით დაემუქრნენ. ინციდენტის შესახებ ჟურნალისტს სამართალდამცავებისთვის არ უცნობებია.

„არ მქონდა საშუალება, რომ საპატრულო პოლიციის გამოძახება მეცადა, იმიტომ რომ, როგორც კი ტელეფონს ამოვიღებდი, მასაც წამართმევდნენ, რა უშლიდათ ხელს“, - განუცხადა მერაბ როდონაიამ Media.Ge-ს. მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ კამერა დაუბრუნეს, თუმცა მის მიერ გადაღებული კადრები უკვე წაშლილი იყო.

საიას განმარტებით, აღნიშნული ინციდენტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. „იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მერაბ როდონაიას მიმართ მუქარის ფაქტი, სახეზე იქნება ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლის დანაშაული ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში“, - განმარტავს საია და დასძიენს, რომ არცერთი მედიასაშუალების წარმომადგენელს ხელი არ უნდა შეეშალოს წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test